iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

ყველა კატეგორია:
პრიორიტეტის ნიშნები სულ 35 ბილეთი, გვერდი 2

#1358

სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას საგზაო-სატრანსპორტო ან/და საგანგებო შემთხვევებში მძღოლი ვალდებულია იმოქმედოს:

1 მხოლოდ კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე არსებული წესის შესაბამისად

2 მხოლოდ კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის ტექნიკური პირობების შესაბამისად

3 მხოლოდ ტვირთის გამგზავნის მიერ გაცემული წერილობითი ინსტრუქციის შესაბამისად

4 როგორც კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე არსებული წესის, ასევე ტექნიკური პირობებისა და ტვირთის გამგზავნის მიერ გაცემული წერილობითი ინსტრუქციის შესაბამისად

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლი წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად ვალდებულია, საგზაო სატრანსპორტო ან/და საგანგებო შემთხვევებში იმოქმედოს კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე არსებული წესის, ტექნიკური პირობების და ტვირთის გამგზავნის მიერ გაცემული წერილობითი ინსტრუქციის შესაბამისად.

#1359

სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება:

1 მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება

2 მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით

3 მხოლოდ გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა

4 ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება, ასევე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით და გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება: ა) საწვავით გამართვა ავტოგასამართ სადგურებში საერთო სარგებლობის სვეტებიდან (ფეთქებადი და ცეცხლსაშიში ნივთიერების გადაზიდვის შემთხვევაში); ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება; გ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით; დ) გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა; ე) თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში; ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე; ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება; თ) სხვა ტვირთის გადაზიდვა ან/და იმ პირების გადაყვანა, რომლებიც არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრები.

#1360

სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება:

1 მხოლოდ თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში

2 მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე

3 მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება

4 თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე და ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება: ა) საწვავით გამართვა ავტოგასამართ სადგურებში საერთო სარგებლობის სვეტებიდან (ფეთქებადი და ცეცხლსაშიში ნივთიერების გადაზიდვის შემთხვევაში); ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება; გ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით; დ) გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა; ე) თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში; ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე; ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება; თ) სხვა ტვირთის გადაზიდვა ან/და იმ პირების გადაყვანა, რომლებიც არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრები.

#1361

სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება:

1 მხოლოდ სხვა ტვირთის გადაზიდვა

2 მხოლოდ იმ პირების გადაყვანა, რომლებიც არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრები

3 სხვა ტვირთის გადაზიდვა და იმ პირების გადაყვანა, რომლებიც არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრები

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება: ა) საწვავით გამართვა ავტოგასამართ სადგურებში საერთო სარგებლობის სვეტებიდან (ფეთქებადი და ცეცხლსაშიში ნივთიერების გადაზიდვის შემთხვევაში); ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება; გ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით; დ) გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა; ე) თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში; ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე; ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება; თ) სხვა ტვირთის გადაზიდვა ან/და იმ პირების გადაყვანა, რომლებიც არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრები.

#1362

დასაშვებია თუ არა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება?

1 დასაშვებია

2 არ არის დასაშვები

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-16 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს დაუშვებელია აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება.

#1363

დასაშვებია თუ არა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ერთზე მეტი მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის ჩაბმა?

1 არ არის დასაშვები

2 დასაშვებია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-16 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ერთზე მეტი მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის ჩაბმა.

#1364

საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისას, გზაზე ტვირთის გაბნევა/დაღვრის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია:

1 აღნიშნულის თაობაზე ტელეფონით აცნობოს ტვირთის გამომგზავნს და გააგრძელოს მოძრაობა

2 მოძრაობა გააგრძელოს არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით, რათა ჩამოყრილმა/ჩამოღვრილმა ტვირთმა საფრთხე არ შეუქმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს

3 შეწყვიტოს მოძრაობა და მიიღოს ზომები აღნიშნულის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ტრანსპორტირებისას გამორიცხოს ტვირთის გაბნევა/დაღვრა სავალ ნაწილზე. გზაზე ტვირთის გაბნევა/დაღვრის შემთხვევაში, შეწყვიტოს მოძრაობა და მიიღოს ზომები აღნიშნულის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად.

#1403

ბულდოზერის მცირე მანძილზე ტრანსპორტირება რეკომენდირებულია?

1 თავისი სვლით

2 საავტომობილო ტრანსპორტით

3 სარკინიგზო ტრანსპორტით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ბულდოზერის მცირე მანძილზე ტრანსპორტირება რეკომინდირებულია თავისი სვლით.

#1404

ბულდოზერის შორ მანძილზე ტრანსპორტირება რეკომენდირებულია?

1 მხოლოდ საავტომობილო ტრანსპორტით

2 მხოლოდ სარკინიგზო ტრანსპორტით

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი ხერხით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ბულდოზერის შორ მანძილზე ტრანსპორტირება რეკომინდირებულია როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო ტრანსპორტით.

#1405

რომელია საგზაო-სამშენებლო მანქანების განმასხვავებელი ნიშანი?

1 სამუშაო ორგანოების უნივერსალურობა

2 კონსტრუქციის სიმარტივე

3 სავალი ნაწილის ერთგვაროვნება

4 მართვის სისტემის ერთგვაროვნება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საამშენებლო მანქანების განმასხვავებელი ნიშანია სავალი ნაწილის ერთგვაროვნება.

#1406

რა ნიშნების მიხედვით იყოფა საგზაო-სამშენებლო მანქანები კლასებად?

1 მასის მიხედვით

2 გადაადგილების სახის მიხედვით

3 შესრულების ხერხისა და სამუშაო ორგანოს სახის მიხედვით

4 ძალური მექანიზმის მიხედვით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საამშენებლო მანქანები კლასებად იყოფა შესრულების ხერხისა და სამუშაო ორგანოს სახის მიხედვით.

#1407

სამუშაო პროცესის ხასიათის მიხედვით საგზაო-სამშენებლო მანქანები იყოფა:

1 არაციკლური მოქმედების მიხედვით

2 მობილური მოქმედების მიხედვით

3 ციკლური და უწყვეტი მოქმედების მიხედვით

4 წყვეტილი მოქმედების მიხედვით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სამუშაო პროცესის ხასიათის მიხედვით საამშენებლო მანქანები იყოფა ციკლური და უწყვეტი მოქმედების.

#1408

მუშა ორგანოების მიერ სიმძლავრის გამოყენების მიხედვით საგზაო-სამშენებლო მანქანები იყოფა:

1 წრიული სამუშაო ორგანოების მიხედვით

2 პასიური და აქტიური სამუშაო ორგანოების მიხედვით

3 არააქტიური სამუშაო ორგანოების მიხედვით

4 უნივერსალური სამუშაო ორგანოების მიხედვით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მუშა ორგანოების მიერ სიმძლავრის გამოყენების მიხედვით მანქანები იყოფა პასიური და აქტიური სამუშაო ორგანოებით.

#1409

საგზაო-სამშენებლო მანქანის მთავარი პარამეტრია:

1 ჩამჩის მოცულობა

2 ტვირთამწეობა

3 წევის ძალა

4 მწარმოებლობა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საგზაო-საამშენებლო მანქანის მთავარი პარამეტრია მწარმოებლობა.

#1793

მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, დასაშვებია თუ არა მოპედით მოძრაობა?

1 დასაშვებია

2 არ არის დასაშვები

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი