„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარე¬დინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვა¬ნელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.
ბმული ბილეთზე:
#1279
მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილს მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობისას გაჩერდეს მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარე¬დინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვა¬ნელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.
ბმული ბილეთზე:
#1604
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ
2მხოლოდ მეორე ტრამვაის და სატვირთო ავტომობილის მძღოლების მიმართ
3მხოლოდ პირველი და მეორე ტრამვაის მძღოლების მიმართ
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა ხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.
ბმული ბილეთზე:
#1649
თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, მან უნდა:
1გაზარდოს სიჩქარე და თვალყური ადევნოს შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს
2გააგრძელოს მოძრაობა ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად
3გაზარდოს სიჩქარე, თუნდაც იგი აჭარბებდეს ნებადართული სიჩქარის ზღვარს, რათა მოასწროს გზის აღნიშნული მონაკვეთის შუქნიშნის მოძრაობის ამკრძალავ მაშუქი სიგნალის ჩართვამდე გავლა
თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, მან უნდა გააგრძელოს მოძრაობა, ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად.