აირჩიეთ კატეგორია:
B+C1 Mil კატეგორია:
ეკო-მართვა სულ 51 ბილეთი, გვერდი 1
#1742
რა უნდა გვახსოვდეს მავნე ნივთიერებებისგან გარემოს დასაცავად?
1
უნდა მოვერიდოთ სატრანსპორტო საშუალების დგომას ჩართული ძრავით
2
მოძრაობის დროის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ინტენსიური აჩქარებით და მკვეთრად დამუხრუჭებით
3
სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ძრავის ბრუნვის მაღალი სიჩქარით
#1743
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ საწვავის გაზრდილი ხარჯი და მავნე ნივთიერებების მომატებული გამოყოფა, დროულად უნდა გამოვცვალოთ:
1
ძრავის ჰაერის ფილტრი
2
მგზავრთა სალონის ვენტილაციის ფილტრი
3
საქარე მინის მინასაწმენდები
#1744
რას იწვევს საბურავებში რეკომენდებულ დონეზე ქვემოთ ჰაერის წნევის შემცირება?
1
ზრდის საწვავის მოხმარებას
2
ამცირებს საბურავების ცვეთას
3
ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას
#1745
როდის უნდა გავთიშოთ ძრავი საწვავის ეკონომიისა და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით?
1
როდესაც შეფერხებული მოძრაობის პირობებში გვიწევს დიდი ხნით დგომა
2
როდესაც ვმოძრაობთ დაღმართზე
3
როდესაც ვჩერდებით "სდექ" ნიშანთან
#1746
სატრანსპორტო საშუალების რომელიმე აგრეგატიდან გამოჟონილი ზეთი:
1
ნიადაგზე მოხვედრის შემთხვევაში ანოყიერებს მას
2
აბინძურებს გარემოს
3
ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე
#1747
რა უნდა გვახსოვდეს სატრანსპორტო საშუალების საწვავით გამართვისას?
1
საწვავით გამართვისას სატრანსპორტო საშუალების ძრავი უნდა მუშაობდეს უქმ სვლაზე
2
არ უნდა განვაგრძოთ საწვავის ჩასხმა მას შემდეგ, რაც საწვავის ავზის გავსების შედეგად ჩასასხმელი მოწყობილობა (პისტოლეტი) ავტომატურად გაითიშება
3
შესაძლებლობის შემთხვევაში საწვავის ავზი უნდა შევავსოთ კიდემდე
#1748
რა შეიძლება გამოიწვიოს გამოსაბოლქვი სისტემის გაუმართაობამ?
1
საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა
2
გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობის ზრდა
3
მოხმარებული საწვავის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება
#1749
როგორ არის შესაძლებელი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირება?
1
უნივერსალური საბურავების გამოყენებით
2
ძრავის ჰაერის ფილტრის მოხსნით
3
სატრანსპორტო საშუალების ძრავის დაბალი ბრუნვის სიჩქარით მართვის
#1750
სად უნდა განხორციელდეს გამოყენებული ზეთების, საცხებ-საპოხი სითხეების და აკუმულატორების გადატანა მათი განადგურების მიზნით?
1
დასახლებული პუნქტიდან მოშორებით
2
საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელზე
3
გადამამუშავებელ ცენტრებში
#1751
როგორ უნდა შევამციროთ საწვავის ხარჯი თანაბარი სიჩქარით მოძრაობისას?
1
გამოვიყენოთ კრუიზკონტროლი, რომელიც თავად არეგულირებს მოძრაობის სიჩქარეს
2
ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება მინიმალური სიჩქარით
3
ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება მაქსიმალური სიჩქარით
#1752
როგორი რეჟიმით მოძრაობა იწვევს საწვავის მოხმარების შემცირებას?
1
მოძრაობა ძრავის ბრუნვის დაბალი სიჩქარით
2
მოძრაობა ძრავის ბრუნვის მაღალი სიჩქარით
#1753
თქვენ გიწევთ მოცდა რკინიგზის გადასასვლელის დაკეტილ შლაგბაუმთან. როგორ იზრუნებთ საწვავის მოხმარების შემცირებასა და გარემოს დაცვაზე?
1
ძრავის გათიშვით
2
ძრავის უქმი სვლის რეჟიმზე გადაყვანით
#1754
ჩამოთვლილთაგან რომელი უწყობს ხელს გარემოს დაცვას?
1
დაბალი გორვის წინაღობის მქონე საბურავების გამოყენება
2
გზიდან გადაცემული ბიძგების შემცირების მიზნით საბურავებში ჰაერის წნევის რეკომენდებულზე მეტად შემცირება
3
სატრანსპორტო საშუალებაში ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების ამუშავება
#1755
სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს რას შეუძლია დამატებითი ხმაურის გამოწვევა?
1
ძარის აეროდინამიურობის გასაუმჯობესებელი მოწყობილობების დაყენებას
2
საწვავის არასრული წვის შედეგად წარმოქმნილი აირების მაყუჩში მოხვედრას
3
ძრავის დაბალი ბრუნთა რიცხვით მოძრაობას
#1756
როგორ უნდა შეცვალოთ გადაცემათა კოლოფის გადაცემები, გარემოს დაცვისა და საწვავის დაზოგვის მიზნით?
1
გადაცემათა კოლოფი უნდა გადავრთოთ მაღალ გადაცემაზე, რაც შეიძლება ადრე და დაბალ გადაცემაზე გადავრთოთ, რაც შეიძლება გვიან
2
გადაცემათა კოლოფის გადაცემა შევცვალოთ მხოლოდ მას შემდეგ, როცა მიღწეული იქნება ძრავის მაქსიმალური ბრუნვის სიჩქარე
#1757
რა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დროს უზრუნველვყოთ გამონაბოლქვის შემცირება და საწვავის დაზოგვა?
1
საწვავის ავზი უნდა იყოს სრულად შევსებული
2
ძრავი უნდა იყოს გამართული
3
ძრავი უნდა იყოს სუფთა, რისთვისაც იგი ხშირად უნდა გავრეცხოთ
#1758
რა შემთხვევაში ხორციელდება საწვავის უმიზნო ხარჯვა და გარემოს დაბინძურება?
1
შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის მოლოდინში, აქსელერატორის სატერფულზე პერიოდული დაწოლისას
2
დაღმართზე მოძრაობის დროს მაღალი გადაცემის გამოყენებისას
#1759
რა მიუთითებს ბენზინის გაზრდილ ხარჯზე?
1
შავი ფერის გამონაბოლქვი
2
მაყუჩიდან კონდენსირებული წყლის ორთქლის გამოყოფა
#1760
მართვის როგორი სტილი განაპირობებს საწვავის გაზრდილ მოხმარებას?
1
მოძრაობა თანაბარი სიჩქარით
2
გადაცემათა კოლოფის სხვადასხვა გადაცემაზე მოძრაობისას ძრავის მაღალ ბრუნთა რიცხვის მიღწევა
#1761
როგორ უნდა ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება გარემოს დაცვის მიზნით?
1
შუქნიშნის წითელი ფერის რეჟიმზე გადასვლის დროს შუქნიშანთან მიახლოებისას ვიმოძრაოთ ინერციის გამოყენებით და შუქნიშანთან დავამუხრუჭოთ დროულად
2
შუქნიშნის წითელ სიგნალზე გაჩერებისას პერიოდულად დავაწვეთ აქსელერატორის სატერფულს
3
როდესაც შუქნიშანი გადავა მწვანე ფერის რეჟიმზე, სატრანსპორტო საშუალება მაქსიმალურად ავაჩქაროთ