iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

B+C1 Mil კატეგორია:
მარეგულირებლის სიგნალები სულ 43 ბილეთი, გვერდი 3

#1024

რომელი ავტომობილის მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

1 ორივე ავტომობილის მძღოლს

2 მხოლოდ ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

3 მხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს

4 არცერთი ავტომობილის მძღოლს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც, მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, მოძრაობენ იმ მიმართულებით, რომელიც კვეთს მარეგულირებლის გაწვდილი ხელით ან ხელებით მინიშნებულ მიმართულებას; ამასთანავე, მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდა¬პირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე.

#1281

რა მიმართულებით შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

1 მხოლოდ B და C მიმართულებით

2 მხოლოდ A, B და D მიმართულებით

3 მხოლოდ A და D მიმართულებით

4 ყველა მიმართულებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ¬ლირებლის ზურგის უკან. ამავე კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე.

#1282

რა მიმართულებით შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა თუ მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მოძრაობას მარცხნივ?

1 მხოლოდ პირდაპირ

2 მხოლოდ მარცხნივ

3 მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

4 ყველა მიმართულებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე.