აირჩიეთ კატეგორია:
B+C1 Mil კატეგორია სულ 1452 ბილეთი, გვერდი 73
#1781
რა უნდა იცოდეთ კატალიზატორის შესახებ?
1
კატალიზატორის გაუმართაობა გავლენას არ ახდენს გამონაბოლქვის ტოქსიკურობის ხარისხზე
2
კატალიზატორი შეიძლება დაზიანდეს, თუ სატრანსპორტო საშუალების დაქოქვა წარმოებს მისი ბუქსირებით
3
კატალიზატორში მოხვედრილი არასრული წვის პროდუქტები გავლენას არ ახდენს კატალიზატორის გამართულობაზე
#1782
როგორ შეიძლება საბურავების ცვეთის ინტენსივობის შემცირება?
1
მაღალი სიჩქარით მოძრაობით
2
საბურავებში არსებული ჰაერის წნევის დადგენილ დონეზე შენარჩუნებით
3
ზამთრის საბურავების ზაფხულში გამოყენებით
#1783
როგორ უნდა იქნას მიღწეული გარემოზე ზემოქმედების შემცირება?
1
საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებთან ერთად ერთი სატრანსპორტო საშუალების გაზიარებით და მათთან ერთად მგზავრობით
2
გადატვირთული საგზაო მოძრაობის მიუხედავად, საკუთარი სატრანსპორტო საშუალების მართვით
3
საგზაო მოძრაობის დროს ხერგილში მოხვედრისას სატრანსპორტო საშუალების დაკეტვით და ქვეითად გზის გაგრძელებით
#1784
რა იწვევს სატრანსპორტო საშუალების მიერ საწვავის მოხმარების გაზრდას?
1
მინების დაკეტვა
2
მგზავრთა რაოდენობის ან/და გადასაზიდი ტვირთის მატება
3
საბურავებში ჰაერის წნევის დონის რეკომენდებულზე მეტად გაზრდა
#1785
როგორ შევძლებთ საწვავის დაზოგვას?
1
საბურავებში არსებული ჰაერის წნევის დონის ინსტრუქციით განსაზღვრულ დონეზე მეტად შემცირებით
2
სახურავზე დამაგრებული საბარგულის ან თხილამურების სამაგრის მოხსნით
3
მოძრაობის დროს უმაღლეს გადაცემაზე გადართვისგან თავის არიდებით
#1786
რომელი ქცევა მიუთითებს გარემოზე ზრუნვაზე?
1
მგზავრობისათვის არჩევანის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაკეთება
2
ინტენსიური მოძრაობისას წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებიდან მინიმალურად დასაშვები დისტანციის შენარჩუნება
#1787
სად უნდა განათავსოთ თქვენი ბარგი იმისათვის, რომ დაზოგოთ საწვავი?
1
საბარგულში
2
სატრანსპორტო საშუალების სახურავზე
#1788
როგორ შევძლებთ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირებას დასახლებულ პუნქტებში?
1
მოძრაობის სიჩქარის შერჩევით გზის საფარის მდგომარეობის შესაბამისად
2
დაბალ გადაცემაზე მღალი სიჩქარით მოძრაობით
3
გადაცემათა ყოველი გადართვისას გადაბმულობის ორჯერადი გათიშვით
#1789
რამდენიმე ობიექტზე მისასვლელად, როგორ უნდა დავგეგმოთ მოძრაობის მარშუტი, რომ იგი იყოს ეკოლოგიურად გამართლებული?
1
რამდენიმე მარშუტი გავაერთიანოთ ერთ მარშუტში
2
თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის სხვა მონაწილეებთან შეთანხმებით ვიმოძრაოთ ერთ კოლონაში
3
ყველა მიმართულებით მოძრაობისათვის მარშუტი შევარჩიოთ დასახლებული პუნქტის ცენტრზე გავლით
#1790
დაღმართის უსაფრთხოდ გავლას შევძლებთ, თუ ბოლომდე ავუშვებთ ფეხს აქსელერატორის სატერფულს და:
1
ავირჩევთ ისეთ გადაცემას, რომელზეც მოძრაობის დროს არ მოგვიწევს მუხრუჭის სატერფულზე ფეხის ძლიერად დაჭერა
2
ვიმოძრავებთ ნეიტრალური გადაცემის გამოყენებით
3
გავთიშავთ ანთების სისტემას
#1791
მოკლე მანძილზე ცივი ძრავით მოძრაობა გარემოსთვის განსაკუთრებით საზიანოა, რადგან ამ რეჟიმით მოძრაობა გულისხმობს:
1
მეტი საწვავის მოხმარებას
2
სატრანსპორტო საშუალების ანთების სისტემის შესაძლო მწყობრიდან გამოსვლას
3
ავტომობილის აკუმულატორის განმუხტვას
#1792
რა იწვევს ისეთ ხმაურს, რომლისგანაც თავის არიდება შესაძლებელია?
1
ხმოვანი სიგნალის გამოყენება მისალმების მიზნით
2
სატრანსპორტო საშუალების კარის დახურვა
3
ხმოვანი სიგნალის გამოყენება საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილებისათვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად