iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

D კატეგორია სულ 983 ბილეთი, გვერდი 43

#1335

თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:

1 მხოლოდ გარემოება, რომ ის სავალ ნაწილზე მოძრაობს უფრო ნელა ვიდრე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები

2 მხოლოდ გარემოება, რომ ის შეიძლება ნახევარი გზიდან მობრუნდეს უკან

3 მხოლოდ გარემოება, რომ მან შეიძლება დაკარგოს წონასწორობა და წაიქცეს

4 რომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის სავალ ნაწილზე მოძრაობენ უფრო ნელა ვიდრე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები, ასევე შეიძლება ნახევარი გზიდან მობრუნდნენ უკან და მან შეიძლება დაკარგონ წონასწორება და წაიქცნენ.

#1336

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ შემთხვევებშია აკრძალული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია:

1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული უკან ხედვის სარკე

2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ მუშაობს ხმოვანი სიგნალი

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი უწესივრობის არსებობის შემთხვევაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების ხმოვანი სასიგნალე მოწყობილობა უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. ამავე რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს კომპლექტაციის შემდეგი ელემენტებით: ზ) უკანა ხედვის სარკეებით.

#1337

დასაშვებია, თუ არა საქარე მინაზე, მძღოლის მხარეს, მინმწმენდის მოქმედების არეში, ბზარებისა და ლაქების არსებობა?

1 არ არის დასაშვები

2 დასაშვებია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დასაშვებია საქარე მინის ზედა ნაწილში გამჭვირვალე ფერადი აფსკის დამაგრება სიგანით არა უმეტეს 140 მმ, ხოლო კატეგორიების ასს-ზე – სიგანით, რომელიც არ აჭარბებს საქარე მინის ზედა ნაწილსა და მისი მინასაწმენდით გაწმენდის ზედა ზონის ზღვარს შორის მანძილს. დაუშვებელია საქარე მინაზე, მძღოლის მხარეს, მინმწმენდის მოქმედების არეში, ბზარებისა და ლაქების არსებობა.

#1338

თუ სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია თავის დასამაგრებლებით, ისინი დარეგულირებული უნდა იყოს ისე, რომ მძღოლის და მგზავრების თავი მას ეყრდნობოდეს:

1 კისრის არეში

2 კეფის არეში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

თუ სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია თავის დასამაგრებელით, ისინი რეგულირებული უნდა იყოს ისე, რომ თავი ეყრდნობოდეს კეფის არეში.

#1339

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია თუ არა თავის დასამაგრებლებით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოძრაობის დაწყების წინ დარწმუნდეს, რომ თვითონ და მგზავრები თავი სამაგრებს ეყრდნობა კეფის არეში?

1 დიახ, მიზანშეწონილია

2 არ არის მიზანშეწონილი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

თავის დასამაგრებლებით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოძრაობის დაწყების წინ ვალდებულია დარწმუნდეს, რომ თვითონ და მგზავრები თავი დამჭერებს მიყრდნობილნი არიან კეფის არეში.

#1340

თუ გაზონზე ან ტროტუარზე მყოფ მოთამაშე ბავშვებს სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადმოუვარდათ ბურთი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

1 ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ გზის სავალ ნაწილზე ბურთის ასაღებად

2 ბავშვების სავალ ნაწილზე გამოსვლის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ისინი ვალდებულები არიან მოიცადონ გზის სავალი ნაწილის კიდესთან და დაელოდონ ავტომობილის გავლას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

თუ გაზონზე ან ტროტუარზე მყოფ მოთამაშე ბავშვებს სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადმოუვარდათ ბურთი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ გზის სავალ ნაწილზე ბურთის ასაღებად.

#1341

თუ სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება ტროტუარზე მოთამაშე ბავშვებს, მძღოლმა უნდა:

1 ბავშვებზე ყურადღების მიუქცევლად გააგრძელოს მოძრაობა რათა არ შეუმნას დაბრკოლება მის უკან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს

2 მისცეს მხოლოდ ხმოვანი სიგნალი და შეუფერხებლად გააგრძლოს მოძრაობა

3 შეანელოს სიჩქარე და მზად იყოს დამუხრუჭებისთვის

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

თუ სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება ტროტუარზე მოთამაშე ბავშვებს, მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე და მზად იყოს დამუხრუჭებისთვის.

#1342

სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში მძღოლი უნდა დარწმუნდეს:

1 მხოლოდ, რომ ეტლი, სავარძლი ან დამჭერი მოწყობილობა შეესაბამება ბავშვის სიმაღლეს და წონას

2 მხოლოდ, რომ სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე შესაძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა გარემოებაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძლი ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობა შეესაბამება ბავშვის სიმაღლეს და წონას, ასევე სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე შესაძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება.

#1344

ჩამოთვლილიდან საბაჟო კონტროლს ექვემდებარება:

1 მხოლოდ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება

2 მხოლოდ ტერიტორია, სადაც განთავსებულია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება

3 საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო კონტროლს ექვემდებარება: ბ) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება; გ) ტერიტორია, სადაც განთავსებულია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება.

#1345

ქვემოთ ჩამოთვლილი საქონლის განკარგვის რომელი ღონსძიება შეიძლება იქნეს გამოყენებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის მიმართ?

1 მხოლოდ საგადასახადო სანქციის სახით საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა

2 მხოლოდ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული საქონლის რეალიზაცია ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა

3 მხოლოდ საქონლის განადგურება

4 შესაძლებელია ამ ბილეთში ჩამოთვლილი საქონლის განკარგვის ნებისმიერი ღონსძიების გამოყენება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და “გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქონლის განკარგვის შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო სანქციის სახით საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა; ბ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული საქონლის რეალიზაცია ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა; გ) საქონლის განადგურება.

#1346

თუ დეკლარანტის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე და გაუგებარია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, აქვს თუ არა მას უფლება მოითხოვოს ამ დოკუმენტების თარგმანი სახელმწიფო ენაზე?

1 არ აქვს უფლება

2 აქვს უფლება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2071 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ დეკლარანტის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე და გაუგებარია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, მას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ დოკუმენტების თარგმანი სახელმწიფო ენაზე.

#1347

თუ საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა საჭიროებს საბაჟო დეკლარაციის წარდგენას, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება:

1 საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე

2 საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დღე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 222-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე. თუ საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა არ საჭიროებს საბაჟო დეკლარაციის წარდგენას, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილში შესაბამისი დოკუმენტის რეგისტრაციის დღე.

#1349

თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია:

1 დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ

2 დაუყოვნებლივ უზრუნველყოს განადგურებული ან დაზიანებული ქონების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევებში საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.

#1353

საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია:

1 მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული

2 ნებისმიერი საქონელისათვის

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული.

#1354

საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება:

1 საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან ზოგადი დეკლარირების განხორციელებამდე

2 საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე.

#1355

ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს:

1 დეკლარანტი

2 შინაგან საქმეთა სამინისტრო

3 საგადასახადო ორგანო

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 220-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო.

#1365

რომელი შეთანხმების მოთხოვნათა შესაბამისად ხდება მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების რეგლამინტაცია საქართველოში?

1 შეთანხმება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუშაობის შესახებ

2 შეთანხმება სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ

3 „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმება (AETR)

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების რეგლამინტაცია საქართველოში ხდება „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR). მოთხოვნათა შესაბამისად.

#1366

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლა“ ნიშნავს:

1 ნებისმიერ საავტომობილო მიმოსვლას ერთი საზღვრის გადაკვეთით მაინც

2 ნებისმიერ საავტომობილო მიმოსვლას 100 კმ-ზე მეტ მანძილზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლა“ ნიშნავს ნებისმიერ საავტომობილო მიმოსვლას ერთი საზღვრის გადაკვეთით მაინც.

#1379

სხვა პირისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა აკრძალულია:

1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში

2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3 აბ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად: 4. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში. 5. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

#1380

ეკრძალება თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი დადგენილ მოთხოვნებს?

1 არ ეკრძალება

2 ეკრძალება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა.