მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:
1 მსუბუქი ავტომობილების მოძრაობას 70 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით
2 სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე ნაკლები დისტანციით
3 ერთ რიგში მსუბუქი ავტომობილების მოძრაობას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.16 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.16 „მინიმალური დისტანციის შეზღუდვა” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულ მანძილზე ნაკლები დისტანციით.