Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

გზაჯვარედინის გავლა ბილეთი #1109 კატეგორია: [D]

#1109

„D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს, უფლება აქვს მართოს მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის:

1 დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს, ხოლო სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს

2 დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა აღემატება 16-ს, მაგრამ არ აღემატება 30-ს, ხოლო სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს

3 დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა არ აღემატება 8-ს, ხოლო სიგრძე არ აღემატება 5 მეტრს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად: დ) „D1“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს.