Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

გზაჯვარედინის გავლა ბილეთი #1111 კატეგორიები: [C], [B+C1 Mil]

#1111

აქვს თუ არა უფლება „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს, მართოს „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი მისაბმელით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს ,თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12000 კგ-ს?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად: ე) „C1E“ – „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.