Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

მიმთითებელი ნიშნები ბილეთი #1170 კატეგორიები: [B, B1], [C], [C1], [D1], [Tram], [B+C1 Mil]

#1170

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ისინია დადგმული?

1 მხოლოდ I და II

2 მხოლოდ I და III

3 მხოლოდ II და IV

4 ყველასი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1-4.1.6 პუნქტების შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. ამავე დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, 3.18.1 და 3.18.2 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი.