Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

შუქნიშნის სიგნალები ბილეთი #118 კატეგორიები: [B, B1], [Tram], [B+C1 Mil]

#118

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება თეთრი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ შუქნიშანში ჩართულია ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი?

1 მხოლოდ ტრამვაის მძღოლის მიმართ

2 მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლის მიმართ

3 როგორც ტრამვაის მძღოლის, ასევე წითელი ავტომობილის მძღოლის მიმართ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და იტყობინება არარეგულირებული გზაჯვარედინის, ქვეითთა ან ველოსიპედისტთა გადასასვლელის არსებობის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა”, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.