Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

შუქნიშნის სიგნალები ბილეთი #152 კატეგორიები: [A, A1], [B, B1], [C], [C1], [D], [D1], [T, S], [Tram], [B+C1 Mil]

#152

აქვს თუ არა უფლება ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის შემდეგ, ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვისას, ვერ შეძლებს მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში, უფლება აქვს, განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც ამკრძალავი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე.