iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

სამედიცინო დახმარება ბილეთი #1594 კატეგორიები: [C], [C1], [B+C1 Mil]

#1594

რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება სატვირთო ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 მხოლოდ ტრამვაის მძღოლის მიმართ

2 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ

3 როგორც ტრამვაის, ასევე მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა.