iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

გაჩერება დგომა ბილეთი #1796 კატეგორია: [AM]

#1796

რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით, თუ ჯერ დადგა თეთრი მსუბუქი ავტომობილი, მერე - მოპედი და ბოლოს - ეტლიანი მოტოციკლი?

1 თეთრი მსუბუქი ავტომობილი

2 მოპედი

3 ეტლიანი მოტოციკლი

4 არცერთი სატრანსპორტო საშუალება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება.