iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

მოძრაობის უსაფრთხოება ბილეთი #220 კატეგორიები: [A, A1], [C], [D], [T, S], [B+C1 Mil]

#220

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების გარდა, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ:

1 მხოლოდ მაშველებმა და პირებმა, რომლებიც მონაწილეობენ სამაშველო სამუშაოებში

2 მხოლოდ რკინიგზის თანამშრომლებმა

3 მხოლოდ საბორნე გადაზიდვის ორგანიზატორებმა

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა პირმა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირები. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ/განახორციელოს: გ) მაშველებმა და პირებმა, რომლებიც მონაწილეობენ სამაშველო სამუშაოებში, − სამაშველო სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად; ვ) რკინიგზის თანამშრომლებმა - რკინიგზის გადასასვლელზე; ზ) საბორანე გადაზიდვის ორგანიზატორებმა - ნავსადგურში.