iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

ამკრძალავი ნიშნები ბილეთი #253 კატეგორია: [T, S]

#253

მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში „T“ და „S“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს:

1 30 კმ/სთ სიჩქარით

2 40 კმ/სთ სიჩქარით

3 50 კმ/სთ სიჩქარით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 3.24 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ). ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია „T“ და „S“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით.