გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება აკრძალულია:
1 მხოლოდ გზაზე გამავალი ტრამვაის და რკინიგზის ლიანდაგებზე, ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლების მოძრაობა
2 მხოლოდ იმ ადგილებზე, სადაც სატრანსპორტო საშუალება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს
3 მხოლოდ ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამის საგზაო ნიშნით აღნიშნულ დამატებით მოძრაობის ზოლზე
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე, გზაზე გამავალი ტრამვაის და რკინიგზის ლიანდაგებზე ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლების მოძრაობა. ამავე პუნქტის „ბ.ე“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტების თანახმად აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის: ბ.ე) იმ ადგილზე, სადაც იგი სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს; ბ.ვ) ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამის საგზაო ნიშნით აღნიშნულ დამატებით მოძრაობის ზოლზე.