iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

გაჩერება დგომა ბილეთი #372 კატეგორიები: [B, B1], [C], [C1], [D], [D1], [T, S], [Tram], [B+C1 Mil]

#372

რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, ხიდზე მგზავრთა ჩასხდომის მიზნით ისრით მითითებულ ადგილზე გაჩერების შემთხვევაში?

1 ორივე ავტომობილის მძღოლი

2 მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლი

3 მხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლი

4 არცერთი ავტომობილის მძღოლი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადებზე, ხიდებზე და გზაგამტარებზე, გარდა იმ შემთხვევებისა როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია.