Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

მარეგულირებლის სიგნალები ბილეთი #74 კატეგორიები: [D], [Tram]

#74

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შეიძლება გააგრძელოს ისრის მიმართულებით მოძრაობა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

1 მხოლოდ ტრამვაის მძღოლმა

2 მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლმა

3 ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი - ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავ ყველა მძღოლისათვის. ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ¬ლირებლის ზურგს უკან.