iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

გზაჯვარედინის გავლა ბილეთი #81 კატეგორიები: [A, A1], [B, B1], [C], [C1], [D], [D1], [T, S], [Tram], [B+C1 Mil]

#81

რომელი ავტომობილის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ საგზაო ნიშნები დაფარულია თოვლით?

1 თეთრი ავტომობილის მძღოლს

2 წითელი ავტომობილის მძღოლს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ მძღოლი ვერ განსაზღვრავს გზაზე საფარის არსებობას (სიბნელის, თოვლის, ტალახის გამო ან სხვა მიზეზით) და არც პრიორიტეტის ნიშნებია, ითვლება, რომ ის მეორეხარისხოვან გზაზე იმყოფება. ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.