Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

გზაჯვარედინის გავლა ბილეთი #94 კატეგორია: [D1]

#94

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 ჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტობუსმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - ლურჯმა ტროლეიბუსმა

2 ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - ლურჯმა ტროლეიბუსმა, ბოლოს - ყვითელმა ავტობუსმა

3 ჯერ უნდა გაიაროს ლურჯმა ტროლეიბუსმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - ყვითელმა ავტობუსმა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.