iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

ყველა კატეგორია:
გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით სულ 71 ბილეთი, გვერდი 4

#928

მძღოლმა ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოიყენოს:

1 მხოლოდ დროული გაფრთხილებისთვის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად

2 მხოლოდ დასახლებული პუნქტების გარეთ, როდესაც საჭიროა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გაფრთხილება გასწრების განზრახვის შესახებ

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ: ა) საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილებისთვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად; ბ) დასახლებულ პუნქტებს გარეთ, როდესაც საჭიროა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გაფრთხილება გასწრების განზრახვის შესახებ.

#954

თუ გასწრებისას აღმოჩნდა დაბრკოლება ან საფრთხე, რომელიც გასწრების დაწყებამდე მძღოლს არ შეეძლო გაეთვალისწინებინა, მძღოლი ვალდებულია:

1 გაზარდოს სისწრაფე, რათა დროულად დაასრულოს გასწრების მანევრი

2 მისცეს ხმოვანი სიგნალი და გააგრძელოს გასწრების მანევრის შესრულება

3 შეწყვიტოს გასწრება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ გასწრებისას აღმოჩნდა დაბრკოლება ან საფრთხე, რომლის გათვალისწინება მძღოლს არ შეეძლო გასწრების დაწყებამდე, ან თუ მან ვერ შეძლო სიტუაციის სწორი შეფასება, მძღოლი ვალდებულია შეწყვიტოს გასწრება. თუ მძღოლმა გასწრება შეწყვიტა და ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლში დაბრუნებას აპირებს, მის უკან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა მას უნდა მისცენ ამის შესაძლებლობა.

#1165

მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა ისრის მიმართულებით მოძრავი ავტომობილის მძღოლი ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან, ანიშნოს ხელით?

1 ვალდებულია

2 არ არის ვალდებული

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.2 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.2 „მოძრაობა მარჯვნივ“ რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით.

#1274

რა მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილის მძღოლს გზის ამ მონაკვეთზე?

1 მხოლოდ A მიმართულებით

2 მხოლოდ B მიმართულებით

3 როგორც A, ასევე B მიმართულებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.6 პუნქტის თანახმად 4.6 „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - ადგენს გზაზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარს. ნიშნის მოქმედება ვრცელდება ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას − დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.14 პუნქტის თანახმად 8.14 „მოძრაობის ზოლი” - მიუთითებს მოძრაობის ზოლს, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის ან შუქნიშნის მოქმედება. დაფა თავსდება მოძრაობის ზოლის ზემოთ. ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტებში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტებში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც შესაბამისი ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია „C“ და „CE“ კატეგორიის, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ავტომგისტრალებზე არაუმეტეს 80კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე - არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.

#1487

რას ეწოდება ფრეზის კინემატიკური რეჟიმი?

1 ფრეზის წრიული სიჩქარის ფარდობას მანქანის გადაადგილების სიჩქარესთან

2 მანქანის გადაადგილების სიჩქარის ფარდობას ფრეზის წრიულ სიჩქარესთან

3 ფრეზის წრიული სიჩქარის კვადრატის ფარდობას მანქანის სამუშაო სიჩქარესთან

4 მანქანის გადაადგილების სიჩქარის კვადრატის ფარდობას ფრეზის წრიულ სიჩქარესთან

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ფრეზის კინემატიკური რეჟიმი ეწოდება მანქანის გადაადგილების სიჩქარის ფარდობას ფრეზის წრიულ სიჩქარესთან.

#1488

როგორი ტიპისაა თავთავიანი კულტურების სათესების გამომთესი აპარატი?

1 ფრთებიანი

2 დისკოსებური

3 კოჭისებური

4 თეფშისებური

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

თავთავიანი კულტურების სათესების გამომთესი აპარატი არის კოჭისებური ტიპის.

#1489

როგორი გამომთესი აპარატი გამოიყენება სიმინდი, მზესუმზირა, სოიო, ლობიო და სხვა სათოხნი კულტურების სათესებში?

1 კოჭისებური

2 დისკოსებური

3 თეფშისებური

4 ფრთებიანი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სიმინდი, მზესუმზირა, სოიო, ლობიო და სხვა სათოხნი კულტურების სათესებში გამოიყენება დისკოსებური გამომთესი აპარატი.

#1490

რა პრინციპით ხორციელდება პნევმატურ სათესებში თესლის გამოთესვა?

1 ვაკუუმის საშუალებით

2 სათესი თვლის ბრუნთა რიცხვის საშუალებით

3 ძალამრთმევი ლილვის საშუალებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

პნევმატურ სათესებში თესლის გამოთესვა ხორციელდება ვაკუუმის საშუალებით.

#1491

რომელია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია?

1 ქვების აკრეფა და ნიადაგის ზედაპირის მოშანდაკება

2 ორმოების ამოთხრა

3 სასუქის მოფანტვა, ხვნა, ფარცხვა, თესვისწინა მოსწორება, თესვა, კულტივაცია, მოსავლის აღება

4 ბორცვების მოჭრა და დატერასება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია: სასუქის მოფანტვა, ხვნა, ფარცხვა, თესვისწინა მოსწორება, თესვა, კულტივაცია და მოსავლის აღება.

#1492

რა დანიშნულება აქვს სათიბელას?

1 თივის ან ჩალის ღვარეულებიდან აკრეფა, დაწნეხვა და დაწნეხილი მასის შეკვრა

2 გამშრალი და ახლადმოთიბული ბალახის ზოლებად და ღვარეულებად მოგროვება

3 ბუნებრივი და ნათესი ბალახების მოთიბვა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სათიბელას დანიშნულებაა ბუნებრივი და ნათესი ბალახების მოთიბვა.

#1493

რა არის სათიბელას ძირითადი მუშა ორგანო?

1 ჩარჩო

2 მჭრელი აპარატი

3 თითებიანი ძელი

4 ჭრის საწინააღმდეგო ფირფიტა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სათიბელას ძირითადი მუშა ორგანოა მჭრელი აპარატი.