iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

ყველა კატეგორია:
გაჩერება დგომა სულ 70 ბილეთი, გვერდი 4

#1510

რის მიხედვით კლასიფიცირდება სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები?

1 სავალი ნაწილის, გაბარიტული ზომების, განათების სისტემის, საკიდი სისტემის მიხედვით

2 ძრავის, ტრანსმისიის, გადაცემის, გაგრილების, გამოყენებული საწვავის მიხედვით

3 დანიშნულების, სავალი ნაწილის, ჩარჩოს, ძრავის სიმძლავრის, ტრანსმისიის, წევითი ძალის მიხედვით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სასოფლო სამეურნეო ტრაქტორები კლასიფიცირდება დანიშნულების, სავალი ნაწილის, ჩარჩოს, ძრავის სიმძლავრის, ტრანსმისიის და წევითი ძალის მიხედვით.

#1511

დანიშნულების მიხედვით როგორ კლასიფიცირდება ავტომობილები?

1 სატრანსპორტო, სატვირთო და სპეციალური

2 ჩქაროსნული და ნელი სვლის

3 მძიმე და მსუბუქი

4 ჩქაროსნული, ნელი სვლის, მძიმე და მსუბუქი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

დანიშნულების მიხედვით ავტომობილები კლასიფიცირდება სატრანსპორტო, სატვირთო და სპეციალური.

#1512

ჩამოთვალეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები:

1 თვითმავალი მისაბმელები, თივის გადამტანი მისაბმელები, ცხოველების გადამყვანი მისაბმელები

2 ერთღერძიანი მისაბმელები, ორღერძიანი მისაბმელები

3 სასოფლო-სამეურნეო ტვირთების გადასატანი მისაბმელები, ცხოველების გადასაყვანი მისაბმელები, საკვების დაგასატანი მისაბმელები

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მისაბმელები და ნახევრადმისაბმელებია: სასფლო-სამეურნეო ტვირთების გადასატანი მისაბმელები, ცხოველების გადასაყვანი მისაბმელები, საკვების დაგასატანი მისაბმელები.

#1513

რა ნიშნების მიხედვით კლასიფიცირდება შიგაწვის ძრავები?

1 დანიშნულების, საწვავის სახეობის, ცილინდრების მორიგეობის, კუმშვის კამერის მოცულობის, დგუშების დიამეტრის, დგუშების რიცხვის მიხედვით

2 დანიშნულების, საწვავის წარმოქმნის, საწვავის ანთების, ტაქტების რაოდენობის, ცილინდრების რიცხვის, ცილინდრების განლაგების, გამოყენებული საწვავის ტიპის, გაგრილების სისტემის მიხედვით

3 კუმშვის კამერის მოცულობის, დგუშის სვლის, დგუშების რიცხვის, ცილინდრების რიცხვის, ცილინდრების განლაგების, სამუშაო პროცესის, სამუშაო ტაქტებისა და უქმი სვლების რიცხვების მიხედვით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

შიგა წვის ძრავები კლასიფიცირდება დანიშნულების, საწვავის წარმოქმნის, საწვავის ანთების, ტაქტების რაოდენობის, ცილინდრების რიცხვის, ცილინდრების განლაგების, გამოყენებული საწვავის ტიპისა და გაგრილების სისტემის მიხედვით.

#1514

რა ნაწილებისგან შესდგება მრუდმხარა ბარბაცა მექანიზმი?

1 ბარბაცა, ექსცენტრიული კბილანა, ლილვი, მქნევარა

2 მუხლანა ლილვი, დგუშის რგოლები, ბარბაცა

3 დგუში, დგუშის თითი, ბარბაცა, მუხლანა ლილვი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მრუდმხარა ბარბაცა მექანიზმი შესდგება დგუშის, დგუშის თითის, ბარბაცას და მუხლანა ლილვისაგან.

#1794

მოპედის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:

1 მხოლოდ A და B ადგილას

2 მხოლოდ B ადგილას

3 როგორც A, ასევე B და C ადგილას

4 მხოლოდ B და C ადგილას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება.

#1795

მოპედის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:

1 მხოლოდ A ადგილას

2 მხოლოდ B ადგილას

3 მხოლოდ C ადგილას

4 მხოლოდ B და C ადგილას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება.

#1796

რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით, თუ ჯერ დადგა თეთრი მსუბუქი ავტომობილი, მერე - მოპედი და ბოლოს - ეტლიანი მოტოციკლი?

1 თეთრი მსუბუქი ავტომობილი

2 მოპედი

3 ეტლიანი მოტოციკლი

4 არცერთი სატრანსპორტო საშუალება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება.

#1800

ძირითად საყრდენზე მოპედის დაყენებისას, ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებს:

1 ძირითადი საყრდენის ქვეშ საფარი უნდა იყოს მყარი

2 ძირითადი საყრდენის ქვეშ საფარი არ უნდა იყოს მყარი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ძირითად საყრდენზე მოპედის დაყენებისას, ყურადღება უნდა მიიექცეს გარემოებას, რომ ძირითადი საყრდენის ქვეშ საფარი იყოს მყარი.

#1810

ჩამოთვლილთაგან, რომელ ადგილებშია აკრძალული მოპედის გაჩერება?

1 მხოლოდ სავალი ნაწილების გადაკვეთაზე

2 მხოლოდ ქვეითთა გადასასვლელებზე ან მის წინ 5 მეტრზე ახლოს

3 მხოლოდ ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, თუ ამისათვის სპეციუალური ადგილი არ არის გამოყოფილი

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ადგილზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება
��.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს
��.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია
��) ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის
��.ა) ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია;