iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

ყველა კატეგორია:
მოძრაობა ავტომაგისტრალზე სულ 34 ბილეთი, გვერდი 2

#1348

თუ ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულია სხვადასხვა სახეობის საქონელი, საქონლის თითოეული სახეობა ითვლება:

1 ერთად დეკალრირებულად

2 ცალ-ცალკე დეკლარირებულად

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 220-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულია სხვადასხვა სახეობის საქონელი, საქონლის თითოეული სახეობა ითვლება ცალ-ცალკე დეკლარირებულად.

#1350

საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია (გარდა ექსპორტისა), პირის მოთხოვნით, შეიძლება საბაჟო საწყობში დროებით ინახებოდეს არა უმეტეს:

1 ერთი წლისა

2 ორი წლისა

3 180 დღისა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია (გარდა ექსპორტისა), პირის მოთხოვნით, შეიძლება საბაჟო საწყობში დროებით ინახებოდეს არა უმეტეს 5 კალენდარული წლისა, ხოლო ექსპორტის შემთხვევაში − არა უმეტეს 120 დღისა.

#1351

რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილებები შეტანილ იქნეს:

1 მხოლოდ საქონლის გაშვებამდე, საგადასახადო ორგანოს ინიციატივით, საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას, თუ დადგინდა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა

2 მხოლოდ საქონლის გაშვებამდე, დეკლარანტის ინიციატივით, თუ საგადასახადო ორგანოს არ შეუტყობინებია დეკლარანტისთვის ამ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვა ან არ დაუდგენია დეკლარირებული მონაცემების მცდარობა.

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილებები შეტანილ იქნეს: ა) საქონლის გაშვებამდე, საგადასახადო ორგანოს ინიციატივით, საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას, თუ დადგინდა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა; ბ) საქონლის გაშვებამდე, დეკლარანტის ინიციატივით, თუ საგადასახადო ორგანოს არ შეუტყობინებია დეკლარანტისთვის ამ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვა ან არ დაუდგენია დეკლარირებული მონაცემების მცდარობა.

#1352

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი არ მიეკუთვნება საბაჟო კონტროლის ფორმას?

1 მხოლოდ ზეპირი გამოკითხვა

2 მხოლოდ საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და ტერიტორიის დათვალიერება

3 მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის მიზნით სინჯისა და ნიმუშის აღება

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა ფორმა მიეკუთვნება საბაჟო კონტროლის ფორმას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, “ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო კონტროლის ფორმებია: ბ) ზეპირი გამოკითხვა; ე) საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და ტერიტორიის დათვალიერება; ვ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით სინჯისა და ნიმუშის აღება;

#1528

აგრეგატებს გააჩნიათ შემდეგი საესპლუატაციო თვისებები:

1 ა) აგროტექნოლოგიური; ბ) ენერგეტიკული; გ) მანევრული; დ) ტექნიკური; ე) ტექნიკო-ეკონომიური; ვ) აგრონომიკული

2 ა) მობილური; ბ) სტაციონარული; გ) კომპლექსური; დ) კომბინირებული

3 ა) უნივერსალური. ბ) მისაბმელი; გ) საკიდი, დ. ნახევრად საკიდი

4 ა) ერთგვაროვანი, ბ) მრავალმანქანიანი, გ) კომბინირებული დ) უნივერსალური

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

აგრეგატებს გააჩნიათ შემდეგი საესპლუატაციო თვისებები: ა. აგროტექნოლოგიური; ბ. ენერგეტიკული; გ. მანევრული; დ. ტექნიკური; ე. ტექნიკო-ეკონომიური; ვ. აგრონომიკული.

#1529

ტექნოლოგიური მანქანების ხვედრით წინააღმდეგობაზე მოქმედებენ შემდეგი ფაქტორები:

1 ა) ორგანიზაციული; ბ) სამეურნეო; გ) კონსტრუქციული

2 ა) ბუნებრივ-კლიმატური; ბ) კონსტრუქციული; გ) საექსპლოატაციო

3 ა) ბუნებრივ-კლიმატური; ბ) კონსტრუქციული

4 ა) კონსტრუქციული; ბ) საექსპლოატაციო

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ტექნოლოგიური მანქანების ხვედრით წინააღმდეგობაზე მოქმედებენ შემდეგი ფაქტორები: ა. ბუნებრივ-კლიმატური; ბ. კონსტრუქციული; გ. საექსპლოატაციო;

#1530

ძრავის ძირითად მახასიათებლებს წარმოადგენენ:

1 ეფექტური სიმძლავრე, მაბრუნი მომენტი, საწვავი კამერის მოცულობა, საწვავის საათური ხარჯი, საწვავის ხვედრითი ხარჯი

2 ბრუნვის სიხშირე, ეფექტური სიმძლავრე, მაბრუვი მომენტი, საწვავის საათური ხარჯი, საწვავის ხვედრითი ხარჯი

3 საწვავი კამერის მოცულობა, კუმშვის ხარისხი, დგუშის სვლის სიგრძე, ცილინდრების რაოდენობა

4 ცილინდრების განლაგება, საწვავი კამერის მოცულობა, კუმშვის ხარისხი, დგუშის სვლის სიგრძე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ძრავის ძირითად მახასიათებლებს წარმოადგენენ: ეფექტური სიმძლავრე, მაბრუნი მომენტი, საწვავი კამერის მოცულობა, საწვავის საათური ხარჯი და საწვავის ხვედრითი ხარჯი.

#1531

აგრეგატის მანევრულობა ითვალისწინებს:

1 ა) მოძრაობის სიჩქარეს; ბ) მობრუნების რადიუსს; გ) გადაბრუნებისადმი მდგრადობას

2 ა) სატრანსპორტო სიჩქარეს; ბ) მოძრაობის მდგრადობას; გ) მართვადობას; დ) გამავლობას

3 ა) მოხვევის უნარს; ბ) მოძრაობის მდგრადობას; გ) მართვადობას; დ) გამავლობას

4 ა) წევით სიმძლავრეს; ბ) მოძრაობის მდგრადობას; გ) მართვადობას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

აგრეგატის მანევრულობა ითვალისწინებს: ა. მოხვევის უნარს; ბ. მოძრაობის მდგრადობას; გ. მართვადობას; დ. გამავლობას.

#1532

მუშა სვლების მიმართულების მიხედვით აგრეგატის მოძრაობის სახეებია:

1 მაქოსებრი, კომბინირებული და საქცევური

2 საქცევური და წრიული

3 დიაგონალური და საქცევური

4 საქცევური, დიაგონალური და წრიული

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მუშა სვლების მიმართულების მიხედვით აგრეგატის მოძრაობის სახეებია: მაქოსებრი, კომბინირებული და საქცევური.

#1533

მანქანათა ტექნიკური დათვალიერება (შემოწმება) წარმოადგენს:

1 მანქანის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის პროცესს კვანძების დაშლის გარეშე, რის საფუძველზედაც კეთდება დასკვნა მანქანის ფაქტიური ტექნიკური მდგომარეობის შესახებ

2 მანქანის ტექნიკური მომსახურების შემდეგ მის შემოწმებას საკონტროლო გავლისას

3 მანქანის ძირითადი კვანძების მდგომარეობის დადგენას გარეგანი მონაცემების საფუძველზე

4 მანქანის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის პროცესს კვანძების დაშლის გარეშე, რის საფუძველზედაც კეთდება დასკვნა მანქანის ჩამოწერის შესახებ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მანქანათა ტექნიკური დათვალიერება (შემოწმება) წარმოადგენს მანქანის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის პროცესს კვანძების დაშლის გარეშე, რის საფუძველზედაც კეთდება დასკვნა მანქანის ფაქტიური ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.

#1709

გზიდან მიმდებარე ტერიტორიაზე გადასვლისას ვალდებულია თუ არა მოპედის მძღოლი გზა დაუთმოს იმ ველოსიპედისტს და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლს, რომლებსაც გზას უჭრის?

1 ვალდებულია

2 არ არის ვალდებული

3 ვალდებულია გზა დაუთმოს მხოლოდ ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედის, კიდულძრავიანი ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.

#1710

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს გამოიწვევს:

1 დაჯარიმებას 300 ლარითა და სატრანსპორტო საშუალების უფლების შეჩერება 3 თვის ვადით

2 დაჯარიმებას 300 ლარით

3 დაჯარიმებას 250 ლარით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1191-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს, - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით.

#1717

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, გამოიწვევს:

1 დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით

2 დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით

3 დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 თვის ვადით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით) იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, –გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

#1724

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს:

1 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 1 წლით

2 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით

3 დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1271-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.