iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

მოძრაობა ავტომაგისტრალზე ბილეთი #1709 კატეგორიები: [A, A1], [AM]

#1709

გზიდან მიმდებარე ტერიტორიაზე გადასვლისას ვალდებულია თუ არა მოპედის მძღოლი გზა დაუთმოს იმ ველოსიპედისტს და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლს, რომლებსაც გზას უჭრის?

1 ვალდებულია

2 არ არის ვალდებული

3 ვალდებულია გზა დაუთმოს მხოლოდ ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედის, კიდულძრავიანი ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.