iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

ყველა კატეგორია:
საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი სულ 29 ბილეთი, გვერდი 2

#644

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ნაკრძალთან, სანადირო მეურნეობასთან, ტყის მასივთან გამავალ გზის მონაკვეთებს ან სხვა უბნებს, სადაც მოსალოდნელია გარეული ცხოველების გამოჩენა?

1 I

2 II

3 III

4 IV

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.28 „გარეული ცხოველები” - ნაკრძალთან, სანადირო მეურნეობასთან, ტყის მასივთან გამავალი გზის მონაკვეთიან სხვა უბანი, სადაც მოსალოდნელია გარეული ცხოველების გამოჩენა.

#648

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გვირაბს, რომელშიც არ არსებობს ხელოვნური განათება ან რომლის შესასვლელი პორტალის ხილვადობა, ადგილის რელიეფის გამო, 150 მ-ზე ნაკლებია?

1 I

2 II

3 III

4 IV

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.32 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.32 „გვირაბი” - აღნიშნავს გვირაბს, რომელშიც არ არსებობს ხელოვნური განათება ან რომლის შესასვლელი პორტალის ხილვადობა, ადგილის რელიეფის გამო, 150 მ-ზე ნაკლებია.

#1050

ჩასასხდომი ბაქანის არ არსებობის შემთხვევაში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისა და ტაქსის მოცდა ნებადართულია:

1 მხოლოდ სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს

2 მხოლოდ სავალი ნაწილის შუაში დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულზე

3 მხოლოდ ტროტუარზე ან გვერდულაზე

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-13 პუნქტის „ თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისა და ტაქსის მოცდა ნებადართულია მხოლოდ გზის სავალი ნაწილის შედარებით ამაღლებულ ჩასასხდომ ბაქანზე, ხოლო მისი არარსებობისას – ტროტუარზე ან გვერდულაზე.

#1534

ტრაქტორების ტექნიკური მომსახურების პერიოდულობა ამჟამინდელი ნორმატივების მიხედვით შეადგენს:

1 ტმ-1 – 100 ძრ.სთ; ტმ-2 – 400 ძრ.სთ; ტმ-3 – 1600 ძრ.სთ

2 ტმ-1 – 60 ძრ.სთ; ტმ-2 – 240 ძრ.სთ; ტმ-3 – 960 ძრ.სთ

3 ტმ-1 – 200 ძრ.სთ; ტმ-2 – 800 ძრ.სთ; ტმ-3 – 2400 ძრ.სთ

4 ტმ-1 – 50 ძრ.სთ; ტმ-2 – 200 ძრ.სთ; ტმ-3 – 800 ძრ.სთ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ტრაქტორების ტექნიკური მომსახურების პერიოდულობა ამჟამინდელი ნორმატივების მიხედვით შეადგენს: - ტმ-1 – 60 ძრ.სთ; - ტმ-2 – 240 ძრ.სთ; - ტმ-3 – 960 ძრ.სთ.

#1535

საერთაშორისო სტანდარტით ტრაქტორებს უტარდებათ:

1 ყოველი ცვლის, პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე რემონტი და კაპიტალური რემონტი

2 ყოველი ცვლის და სეზონური ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე რემონტი და კაპიტალური რემონტი

3 ყოველი ცვლის, პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება, აგრეთვე მიმდინარე რემონტი

4 პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე რემონტი და კაპიტალური რემონტი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

საერთაშორისო სტანდარტით ტრაქტორებს უტარდებათ ყოველი ცვლის, პერიოდული და სეზონური ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე რემონტი და კაპიტალური რემონტი.

#1536

ღია არხების გაწმენდა წარმოებს:

1 აქტიური და პასიური მუშა ორგანოებიანი არხსაწმენდი მანქანებით

2 უწყვეტი ქმედების არხსაწმენდი მანქანით

3 ფრეზული არხსაწმენდი მანქანებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ღია არხების გაწმენდა წარმოებს აქტიური და პასიური მუშა ორგანოებიანი არხსაწმენდი მანქანებით.

#1537

ღია არხების გაყვანა წარმოებს:

1 მხოლოდ აქტიური და გუთნისებური არხსათხრელი მანქანებით

2 მხოლოდ აქტიური და კომბინირებული მუშა ორგანოიანი არხსათხრელი მანქანებით

3 როგორც აქტიური და კომბინირებული, ასევე გუთნისებური მუშა ორგანოიანი არხსათხრელი მანქანებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ღია არხების გაყვანა წარმოებს როგორც აქტიური და კომბინირებული, ასევე გუთნისებური მუშა ორგანოიანი არხსათხრელი მანქანებით.

#1538

უწყვეტი ქმედების არხსაწმენდი მანქანის ციცხვებს შორის მანძილი აიღება შემდეგ ზღვრებში:

1 0,2 მეტრიდან 0,4 მეტრამდე

2 0,4 მეტრიდან 0,6 მეტრამდე

3 0,6 მეტრიდან 1,0 მეტრამდე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

უწყვეტი ქმედების არხსაწმენდი მანქანის ციცხვებს შორის მანძილი აიღება 0,2 მეტრიდან 0,4 მეტრამდე ზღვრებში.

#1539

კავალირების მოსწორება წარმოებს:

1 ბულდოზერის ფრთის საშუალებით

2 ერთციცხვიანი ექსკავატორით

3 ფრეზული მუშა ორგანოთი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

კავალირების მოსწორება წარმოებს ბულდოზერის ფრთის საშუალებით.არხის ფერდისა და ფსკერის მოსწორება წარმოებს პასიური დანით.