iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

ყველა კატეგორია:
საგზაო მონიშვნა სულ 35 ბილეთი, გვერდი 2

#1249

მოცემულ სიტუაციაში, რომელ მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით ავტომობილის მობრუნება?

1 მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს

2 მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლს

3 არცერთი ავტომობილის მძღოლს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.11 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.5. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლის საზღვარს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი ან ორზე მეტი ზოლის არსებობისას. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

#1254

გზის სავალ ნაწილზე დატანილი წარწერები აღნიშნავენ:

1 მანძილს უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე

2 გზის (მარშრუტის) ნომერს

3 შესაბამისი ნომრის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ მოძრაობის ზოლებს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.22 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.22 აღნიშნავს გზის (მარშრუტის) ნომერს.

#1255

გზის სავალ ნაწილზე დატანილი ყვითელი მონიშვნა აღნიშნავს:

1 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და ტაქსის სადგომს

2 ხაგრძლივი დასვენებისთვის დგომის ადგილს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.17 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.17 ყვითელი ხაზი აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილს და ტაქსის სადგომს.

#1256

გზის სავალ ნაწილზე დატანილი განივი მონიშვნა აღნიშნავს ადგილს, სადაც:

1 ქვეითთა ბილიკი კვეთს გზის სავალ ნაწილს

2 საველოსიპედო ბილიკი კვეთს გზის სავალ ნაწილს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.15 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.15 აღნიშნავს ადგილს, სადაც ველობილიკი კვეთს გზის სავალ ნაწილს.

#1257

გზის სავალ ნაწილზე დატანილი ორმაგი წყვეტილი ხაზი აღნიშნავს:

1 გზაჯვარედინზე საველოსიპედო ბილიკებს

2 ადგილს, სადაც მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს

3 რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლების საზღვრებს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.9 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.9 აღნიშნავს რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლის საზღვარს; ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს (როდესაც გამორთულია რევერსული შუქნიშანი) გზაზე, რომელიც რევერსულად წესრიგდება.

#1258

გზის სავალი ნაწილის ნაპირის ამღვნიშვნელი უწყვეტი ხაზის გადაკვეთა ნებადართულია, თუ მძღოლი მოძრაობს:

1 A მიმართულებით

2 B მიმართულებით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.2.1 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.2.1 მთლიანი ფართო ხაზი აღნიშნავს ავტომაგისტრალზე სავალი ნაწილის ნაპირს. 1.2.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.2.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.

#1259

გზის სავალ ნაწილზე დატანილი წარწერა “BUS” აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია:

1 ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებებისათვის

2 ველოსიპედებისა და მოპედებისათვის

3 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.23 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.23 აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.

#1260

გზის სავალ ნაწილზე საგზაო მოძრაობის ზოლის შუაში დატანილი ისრის ფორმის მონიშვნა აფრთხილებს:

1 სახიფათო მოსახვევიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე

2 სავალი ნაწილის შევიწროებასთან, მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა მიახლოების შესახებ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.19 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.19 იძლევა გაფრთხილებას სავალი ნაწილის შევიწროებასთან, იმ მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა, ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების თაობაზე. 1.19 მონიშვნა პირველ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს 1.21.1–1.21.3 ნიშნებთან ერთად.

#1261

ხიდზე დახაზული ვერტიკალური მონიშვნა აღნიშნავს:

1 გზის სავალი ნაწილზე მოძრაობის ზოლების რაოდენობას

2 გვირაბის, ხიდის და გზაგამტარის და სხვა ნაგებობათა ელემენტების ქვედა ნაპირს, რომლებიც განთავსებულნი არიან 5 მ-ზე ნაკლებ სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილიდან და რომელთა ქვეშ მთლიანად ან ნაწილობრივ გადის გზის სავალი ნაწილი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის მე-2 თავის (ვერტიკალური მონიშვნა) 2.2 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 2.2 - აღნიშნავს გვირაბის, ხიდის, გზაგამტარისა და სხვა ნაგებობის ელემენტის ქვედა ნაპირს, რომელიც განთავსებულია გზის სავალი ნაწილიდან 5 მეტრზე ნაკლებ სიმაღლეზე და რომლის ქვეშ მთლიანად ან ნაწილობრივ გადის გზის სავალი ნაწილი.

#1564

შნეკურ-როტორული კომბინირებული არხსათხრელი მანქანის ძირითადი სამუშაო ორგანოებია:

1 ციცხვებიანი როტორი, ციცხვებიანი ჯაჭვი, ცილინდრული შნეკები, გამცლელი ტრანსპორტიორები

2 ცილინდრული შნეკები, ფრთოვანი ციცხვებიანი როტორი, გამცლელი ტრანსპორტიორები

3 კონუსური შნეკები, მრავალციცხვიანი როტორი, გამცლელი ტრანსპორტიორები

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

შნეკურ-როტორული კომბინირებული არხსათხრელი მანქანის ძირითადი სამუშაო ორგანოებია: ცილინდრული შნეკები, ფრთოვანი ციცხვებიანი როტორი და გამცლელი ტრანსპორტიორები.

#1565

რას სწავლობს მანქანა-ტრაქტორთა პარკის ექსპლუატაცია?

1 მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მანქანების მუშაობის კანონზომიერებას

2 რომელიმე კულტურის მოვლა-მოყვანის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა გეგმას

3 სასოფლო-სამეურნეო აგრეგატების მუშაობის კანონზომიერებების და ეფექტური გამოყენების მეთოდებს

4 რომელიმე კულტურის წარმოების ფინანსურ გეგმას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მანქანა-ტრაქტორთა პარკის ექსპლუატაცია სწავლობს საოფლო-სამეურნეო აგრეგატების მუშაობის კანონზომიერებების და ეფექტური გამოყენების მეთოდებს.

#1566

ტექნოლოგიური რუკა წარმოადგენს:

1 რომელიმე კულტურის მოვლა-მოყვანის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა გეგმას

2 მანქანათა სისტემას რომელიმე კულტურის მოსაყვანად

3 რომელიმე კულტურის წარმოების ფინანსურ გეგმას

4 რომელიმე კულტურის წარმოების ბიზნეს-გეგმას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ტექნოლოგიური რუკა წარმოადგენს რომელიმე კულტურის მოვლა-მოყვანის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა გეგმას.

#1567

ოპერაციულ-ტექნოლოგიური რუკა წარმოადგენს:

1 რომელიმე სამუშაოს შესრულების გეგმას

2 რომელიმე სამუშაოს შესრულების ბიზნეს-გეგმას

3 სამუშაოთა ჩამონათვალს მოცემული კულტურის წარმოებისთვის

4 სამუშაოს ჩატარების ფინანსურ მაჩვენებლებს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ოპერაციულ-ტექნოლოგიური რუკა წარმოადგენს რომელიმე სამუშაოს შესრულების გეგმას.

#1568

რა მახასიათებლების მიხედვით იყოფა ტრაქტორები კლასებად?

1 დანიშნულების მიხედვით

2 ტრანსმისიის მიხედვით

3 ნომინალური წევის ძალის მიხედვით

4 ძრავას მიხედვით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ტრაქტორები კლასებად იყოფა ნომინალური წევის ძალის მიხედვით.

#1569

რა ფიზიკურ-მექანიკური თვისება ახასიათებს ნიადაგს?

1 კულტურული

2 წებოვნება

3 სიმკვრივე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური თვისებაა სიმკვრივე.