iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

საგზაო მონიშვნა ბილეთი #1257 კატეგორიები: [A, A1], [B, B1], [C], [C1], [D], [D1], [T, S], [Tram], [B+C1 Mil]

#1257

გზის სავალ ნაწილზე დატანილი ორმაგი წყვეტილი ხაზი აღნიშნავს:

1 გზაჯვარედინზე საველოსიპედო ბილიკებს

2 ადგილს, სადაც მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს

3 რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლების საზღვრებს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.9 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.9 აღნიშნავს რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლის საზღვარს; ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს (როდესაც გამორთულია რევერსული შუქნიშანი) გზაზე, რომელიც რევერსულად წესრიგდება.