„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ მძღოლი ასრულებს მოხვევას სხვა გზაზე შესასვლელად, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს მოხვევა უნდა შეასრულოს მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები. ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება.
ბმული ბილეთზე:
#519
რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეს მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1მხოლოდ ქვეითების მიმართ
2მხოლოდ ველოსიპედის მძღოლის მიმართ
3მხოლოდ მოპედის მძღოლის მიმართ
4როგორც ქვეითების, ასევე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლების მიმართ
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.22 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.22 „საცხოვრებელი ზონის დასასრული“ - აღნიშნავს 5.21 „საცხოვრებელი ნიშნით აღნიშნული საცხოვრებელი ზონის დასასრულს. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა გამოსასვლელში. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ, გადაკვეთაზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს.
ბმული ბილეთზე:
#534
ქვეითთა ზონებად გამოცხადებულ ადგილებში და საცხოვრებელ ზონებში სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიმართ მოძრაობის უპირატესობა ენიჭებათ:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ამასთანავე, ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.
ბმული ბილეთზე:
#624
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს მცირერადიუსიან ან შეზღუდულ ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევს?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.12.1 და 1.12.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.12.1, 1.12.2 „სახიფათო მოსახვევი” - აღნიშნავს მცირერადიუსიან ან შეზღუდული ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევს: 1.12.1 – მარჯვნივ, 1.12.2 – მარცხნივ.
ბმული ბილეთზე:
#627
მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს სახიფათო მოსახვევებით?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.13.1 და 1.13.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.13.1, 1.13.2 „სახიფათო მოსახვევები” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს სახიფათო მოსახვევებით: 1.13.1 – პირველი მოსახვევით მარჯვნივ, 1.13.2 – პირველი მოსახვევით მარცხნივ.
ბმული ბილეთზე:
#637
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება მარცხენა მხრიდან?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.21.1-1.21.3 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.21.1–1.21.3 „გზის შევიწროება” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება. 1.21.1 - ორივე მხრიდან; 1.21.2 - მარჯვნიდან; 1.21.3 - მარცხნიდან.