„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.7.1- 1.7.7 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 1.7.1. „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“, 1.7.2−1.7.7. „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ (შეერთება მარჯვნიდან – 1.7.2, 1.7.4 და 1.7.6, შეერთება მარცხნიდან – 1.7.3, 1.7.5 და 1.7.7) − ისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება. ამავე კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.1 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.1 „მთავარი გზა” - გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ. 2.1 ნიშანი 8.13 დაფით დასახლებულ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინის წინ, რომელზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, დაუსახლებელ პუნქტში − წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე და გზაჯვარედინის წინ.
ბმული ბილეთზე:
#669
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საგზაო ნიშნები 2.5 „შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა” და 2.6 „უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან” იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ. ნიშანი 2.5 შეიძლება დაიდგას წინასწარ 8.1.1 დაფით.
ბმული ბილეთზე:
#670
თუ სხვა აუცილებლობა არ არსებობს, მოცემული საგზაო ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ა“ პუნქტის თანახმად 1.1, 1.2, 1.5–1.34 ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას ნიშნები იდგმება სხვა მანძილზედაც, რომელიც მითითებულია 8.1.1 დაფაზე. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია:, 1.7.1 „მეორეხარისხოვან გზებთან გადაკვეთა”, 1.7.2, 1.7.3 და 1.7.7„მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“.
ბმული ბილეთზე:
#671
თუ სხვა აუცილებლობა არ არსებობს, მოცემული საგზაო ნიშნები დასახლებულ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ა“ პუნქტის თანახმად 1.1, 1.2, 1.5–1.34 ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას ნიშნები იდგმება სხვა მანძილზედაც, რომელიც მითითებულია 8.1.1 დაფაზე. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია:, 1.7.1 „მეორეხარისხოვან გზებთან გადაკვეთა”, 1.7.2, 1.7.3 და 1.7.7„მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“.
ბმული ბილეთზე:
#672
ამ საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.1 „შესვლა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრან¬სპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით.
ბმული ბილეთზე:
#674
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.2 „მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრან¬სპორტო საშუალებით მოძრაობას.
ბმული ბილეთზე:
#676
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას.
ბმული ბილეთზე:
#678
მოცემული საგზაო ნიშანი:
1კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
2კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
3აღნიშნავს მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობისათვის განკუთვნილ გზას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას.
ბმული ბილეთზე:
#680
მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:
1ყველა სახის ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.5 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.5 „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას ��მავე კანონის 43-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, მოპედის მძღოლს ეკრძალება 3.5 საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში მოძრაობა.
ბმული ბილეთზე:
#682
მოცემული საგზაო ნიშანი:
1კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
2კრძალავს ყველა სახის ტრაქტორითა და თვითმავალი მანქანით მოძრაობას
3აღნიშნავს გზას, რომელიც განკუთვნილია ტრაქტორით მოძრაობისათვის
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.6 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.6 „ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის ტრაქტორითა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანით მოძრაობას.
ბმული ბილეთზე:
#684
მოცემული საგზაო ნიშანი:
1აღნიშნავს გზას, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებით მოძრაობისათვის
2კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას
3კრძალავს ყველა სახის უძრავო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.7 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას.
ბმული ბილეთზე:
#685
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაში იკრძალება მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობა?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.2 „მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრან¬სპორტო საშუალებით მოძრაობას. ამავე თავის 3.6 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.6 „ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის ტრაქტორითა და თვითმავალი მანქანებით მოძრაობას. ამავე თავის 3.7 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას.
ბმული ბილეთზე:
#686
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს საჭაპანე ტრანსპორტით, სასაპალნე და საჯდომი ცხოველებით მოძრაობას, ასევე - პირუტყვის გადარეკვას?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.8 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.8 „საჭაპანო მოძრაობა აკრძალულია” - კრძა¬ლავს საჭაპანო ტრანსპორტით, სასაპალნე და დასაჯდომი ცხოველებით მოძრაობას, ასევე პირუტყვის გადარეკვას.
ბმული ბილეთზე:
#688
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ველოსიპედითა და მოპედით მოძრაობას?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.9 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.9 „ველოსიპედით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ველოსიპედითა და მოპედით მოძრაობას.
ბმული ბილეთზე:
#690
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ქვეითთა მოძრაობას?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.9 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.9 „ველოსიპედით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ველოსიპედითა და მოპედით მოძრაობას.
ბმული ბილეთზე:
#692
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობების მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე მითითებულს?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.11 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.11 „მასის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.
ბმული ბილეთზე:
#694
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, რომლის ფაქტობრივი დატვირთვა რომელიმე ღერძზე აღემატება ნიშანზე აღნიშნულს?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.12 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.12 „ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის ფაქტობრივი დატვირთვა რომელიმე ღერძზე აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.
ბმული ბილეთზე:
#696
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიმაღლე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.13 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.13 „სიმაღლის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიმაღლე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.
ბმული ბილეთზე:
#698
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.14 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.14 „სიგანის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუა¬ლებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.
ბმული ბილეთზე:
#700
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა გაბარიტული სიგრძე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.15 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.15 „სიგრძის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრა¬ობას, რომელთა გაბარიტული სიგრძე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.