მოცემული საგზაო ნიშანი:
1 კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
2 კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
3 აღნიშნავს მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობისათვის განკუთვნილ გზას
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას.