iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

B+C1 Mil კატეგორია:
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი სულ 51 ბილეთი, გვერდი 3

#1035

დაარღვევს თუ არა სატვირთო ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ იგი საჭის მექანიზმის გაუმართაობისას სარემონტო ადგილამდე იმოძრავებს ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით?

1 არ დაარღვევს

2 დაარღვევს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.

#1306

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შორი ნათების ფარები უნდა გამორთოს და ჩართოს ახლო ნათების ფარები:

1 ნებისმიერ შემთხვევაში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას

2 მხოლოდ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გამოჩენისას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამორთოს შორი ნათების ფარები და ჩართოს ახლო ნათების ფარები.

#1314

სატრანსპორტო საშუალების რომელი გარე სანათი ხელსაწყოების ჩართვა უზრუნველყოფს გზის უკეთეს ხილვადობას დღე-ღამის ბნელ დროს, ძლიერი თოვის პირობებში?

1 შორი ნათების ფარები

2 ნისლსაწინააღმდეგო ფარები შორი ნათების ფარებთან ერთად

3 ნისლსაწინააღმდეგო ფარები ახლო ნათების ფარებთან ერთად

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

დღე-ღამის ბნელ დროს, ძლიერი თოვის პირობებში გზის უკეთეს ხილვადობის უზრუნველასაყოფად მიზანშეწონილია ნისლსაწინააღმდეგო ფარების ახლო ნათების ფარებთან ერთად ჩართვა.

#1725

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, ავტომობილის რომელი კვანძის გამართულობა უნდა შეამოწმოს მძღოლმა რეგულარულად?

1 მხოლოდ საჭის მართვის მექანიზმის

2 მხოლოდ საბურავების

3 მხოლოდ გარე სანათი ხელსაწყოების

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა კვანძის

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ავტომობილის მძღოლმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს როგორც საჭის მართვის მექანიზმის, ასევე საბურავების და გარე სანათი ხელსაწყოების გამართულობა.

#1726

სატვირთო ფურგონის სატვირთო განყოფილების საერთო ტევადობის გამოთვლისას, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი პარამეტრი არ უნდა იქნას გათვალისწინებული?

1 ფურგონის სატვირთო განყოფილების სიმაღლე

2 ავტომობილის საერთო სიგრძე

3 ფურგონის სატვირთო განყოფილების სიგანე

4 ფურგონის სატვირთო განყოფილების სიგრძე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სატვირთო ფურგონის სატვირთო განყოფილების ტევადობის გამოთვლისას არ უნდა გავითვალისწინოთ ავტომობილის საერთო სიგრძე.

#1729

ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემებიდან, რომელი უფრო სწრაფად უზრუნველყოფს მუხრუჭების ამოქმედებას?

1 ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა

2 პნევმატიური სამუხრუჭო სისტემა

3 კომბინირებული სამუხრუჭო სისტემა

4 მუხრუჭის ამოქმედების სიჩქარე არ არის დამოკიდებული სამუხრუჭო სისტემის კონსტრუქციაზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემებიდან, ავტომობილის მუხრუჭების უფრო სწრაფად ამოქმედებას უზრუნველყოფს ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა.

#1730

სატვირთო ავტომობილზე ტვირთის მოთავსებისას გათვალისწინებული უნდა იქნას:

1 მხოლოდ სიმძიმის ცენტრის მდებარეობა

2 მხოლოდ ღერძზე დატვირთვასთან დაკავშირებული მოთხოვნები

3 მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ტვირთის გადაადგილების ალბათობა

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა და გარემოება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სატვირთო ავტომობილზე ტვირთის მოთავსებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც სიმძიმის ცენტრის მდებარეობა, ასევე ღერძზე დატვირთვასთან დაკავშირებული მოთხოვნები და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ტვირთის გადაადგილების ალბათობა.

#1737

როგორ გავლენას ახდენს სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა?

1 დადებითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი აუმჯობესებს ხახუნის ძალას დისკსა და ხუნდებს შორის

2 უარყოფითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას

3 დისკებზე დიდი ოდენობის ჟანგის არსებობა გავლენას არ მოახდენს სამუხრუჭო სისტემის მუშაობაზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა ახდენს უარყოფით გავლენას, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას.

#1739

როგორ უნდა გამოვითვალოდ ფურგონის ტიპის ავტომობილის სატვირთო განყოფილების მოცულობა?

1 სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლეზე

2 სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლის ნახევარზე

3 სატვირთო ნაწილის სიმაღლე უნდა გავამრავლოთ მის ორმაგ სიგანეზე

4 მისი გამოთვლა შეუძლებელია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ფურგონის ტიპის ავტომობილის სატვირთო განყოფილების მოცულობის გამოსათვლელად, სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლეზე.

#1740

ქვეოთ ჩამოთვლილიდან, რომელი მსჯელობაა მცდარი?

1 საყარი ტვირთი ისე უნდა იქნას დატვირთული, რომ მისი ტრანსპორტირებისას გამორიცხული იქნას გადმოყრის შესაძლებლობა

2 თოკები ან ჯაჭვები, რომლებიც გამოიყენება ტვირთის დამაგრებისა და უვნებლობის უზრუნველსაყოფად არ უნდა იყოს დაჭიმული

3 ტვირთი თანაბრად უნდა იყოს განაწილებული ძარაზე

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი მსჯელობა არ არის მცდარი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად: ა) სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას, საფრთხე არ შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე; ბ) არ შეიზღუდოს ხილვადობა და ხედვის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა. თუ, თოკები ან ჯაჭვები, რომლებიც გამოიყენება ტვირთის დამაგრებისა და უვნებლობის უზრუნველსაყოფად არ იქნა სათანადოდ დაჭიმული გამოიწვევს როგორც ტვირთის გადმოყრას, ასევე ტვირთის გადაადგილებას მოძრაობისას, რაც დაარღვევს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობას და გააძნელებს მის მართვას.

#1741

მოყინულ გზაზე გადაადგილებისას მოცურების ალბათობის შესამცირებლად ტვირთი მიზანშეწონილია განთავსდეს:

1 არაწამყვან ღერძთან ახლოს

2 წამყვან ღერძთან ახლოს

3 თანაბრად გადანაწილდეს წამყვან და არაწამყვან ღერძებზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

მოყინულ გზაზე მოძრაობისას ტვირთი მიზანძეწონილია განთავსდეს წამყვან ღეძთან ახლოს, რაც გაზრდის წამყვან ღერძზე საბურავებზე დატვირთვას და გადაადგილებისას მოცურების ალბათობის შემცირებას.