მოცემულ სიტუაციაში, რომელ მძღოლს ენიჭება გავლის უპირატესობა, თუ ყვითელი ავტომობილის მძღოლი იწყებს მოძრაობას მგზავრების ჩამოსხმის შემდეგ, ხოლო შავი ავტომობილის მძღოლი ჩერდება მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.
ბმული ბილეთზე:
#483
მოცემულ სიტუაციაში, აქვს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუჩერებლად მოძრაობის გაგრძელების უფლება?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებს, უნდა შეამციროს სიჩქარე და, აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს, რათა უზრუნველყოს მგზავრების საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხო ჩასხდომის ან იქიდან გადმოსხდომის შესაძლებლობა.
ბმული ბილეთზე:
#489
რომელი გაჩერებული ავტომობილის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის დაწყების შემთხვევაში, თუ სამარშრუტო ავტობუსის მძღოლი დასახლებულ პუნქტში იწყებს მოძრაობას მონიშნული გაჩერებიდან?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობის გასაადვილებლად სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა უნდა შეანელონ მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ შეძლოს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლისთვის საჭირო მანევრის შესრულება. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოძრაობის განახლების განზრახვის შესახებ მოხვევის შუქ-მაჩვენებლით სიგნალის მიცემის შემდეგ მიიღოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ.
ბმული ბილეთზე:
#502
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, დასაშვებია მოძრაობის ზოლზე მოპედების ან/და უეტლო მოტოციკლების თანმხვედრი მიმართულებით ორ რიგად მოძრაობა. ამავე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად ამ კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი ყველა მოძრაობის ზოლი დაკავებულია, აგრეთვე დაბრკოლების შემოვლის ან გასწრების, ან მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია.
ბმული ბილეთზე:
#544
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამი მოძრაობის ზოლის მქონე (გარდა 1.9 საგზაო მონიშვნისა) ორმხრივმოძრაობიან გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ უნდა გადავიდეს სავალი ნაწილის განაპირა ზოლზე, სადაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობა ხორციელდება. თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.7 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას.
ბმული ბილეთზე:
#564
თუ უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, მისი ბუქსირება:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მისი ფაქტობრივი მასა მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, ხოლო თუ მასა ნაკლებია, ბუქსირება დასაშვებია მხოლოდ ხისტი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით.
ბმული ბილეთზე:
#568
დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო განათების ფარები, საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ხოლო მისი არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში ამ ტრანსპორტის უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს საავარიო გაჩერების ნიშანი.
ბმული ბილეთზე:
#572
მგზავრთა გადასაყვანი ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილი უნდა აღიჭურვოს:
1იატაკიდან 0,2–0,3 მეტრის სიმაღლეზე და ბორტის ზედა ნაპირიდან არანაკლებ 0,5 მეტრზე დამაგრებული დასაჯდომებით, ამასთან უკანა ან გვერდითი ბორტების გასწვრივ განლაგებულ დასაჯდომებს უნდა ჰქონდეთ მყარი საზურგეები
2იატაკიდან 0,3–0,5 მეტრის სიმაღლეზე და ბორტის ზედა ნაპირიდან არანაკლებ 0,3 მეტრზე დამაგრებული დასაჯდომებით, ამასთან უკანა ან გვერდითი ბორტების გასწვრივ განლაგებულ დასაჯდომებს უნდა ჰქონდეთ მყარი საზურგეები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მგზავრთა გადასაყვანი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს იატაკიდან 0,3–0,5 მეტრ სიმაღლეზე და ბორტის ზედა ნაპირიდან არანაკლებ 0,3 მეტრზე განლაგებული დასასხდომი ადგილებით, ხოლო ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას ბორტების სიმაღლე იატაკიდან 0,8 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. უკანა ან გვერდითი ბორტების გასწვრივ განლაგებულ დასასხდომ ადგილებს მყარი საზურგეები უნდა ჰქონდეს.
ბმული ბილეთზე:
#575
„C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით, არა უმეტეს 8 მგზავრის გადაყვანის უფლება აქვს:
1ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებისთანავე
2ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ
3ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრები შეიძლება გადაიყვანოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 56-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება. ამავე კანონის 56-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან 1 წლის შემდეგ უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიყვანოს მგზავრები სატვირთო ავტომობილის ძარათი, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება.
ბმული ბილეთზე:
#578
სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით მგზავრთა გადაყვანისას, მგზავრობის წინ მძღოლმა:
1მგზავრებს უნდა ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი ჩასხდომისა და ძარაზე განლაგების წესის შესახებ, ამასთან მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, როცა დარწმუნდება, რომ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის ყველა პირობა დაცულია
2თუ მგზავრთა რაოდენობა აღემატება ძარაზე არსებული დასაჯდომი ადგილების რაოდენობას, ინსტრუქტაჟი უნდა ჩაუტაროს ფეხზე მდგომ მგზავრებს ძარაზე განლაგების წესის შესახებ
3უნდა შეასრულოს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სატვირთო ავტომობილის ძარათი გადასაყვან მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასასხდომად მოწყობილი ადგი¬ლე¬ბის რაოდენობას. მგზავრობის დაწყების წინ სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია მგზავრებს ჩაუტაროს ინსტრუქ¬ტაჟი ჩასხდომისა და ძარაზე განლაგების წესის შესახებ. მძღოლმა მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოს მოძრაობა, როცა დარწმუნდება, რომ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის ყველა პირობა დაცულია.
ბმული ბილეთზე:
#589
დაარღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს სატვირთო ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ის მოძრაობს 50 კმ/სთ სიჩქარით?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტებში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტებში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც შესაბამისი ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/ზე მეტი სიჩქარით, ნებადართული C და CE კატეგორიის, აგრეთვე C1 და C1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, დადგენილი წესით, ძარით მგზავრების გადაყვანის შემთხვევაში, ყველა გზაზე არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.
ბმული ბილეთზე:
#591
მოცემულ სიტუაციაში, რამდენ საგზაო მოძრაობის წესს არღვევს ისრის მიმართულებით მოძრავი მობუქსირე სატვირთო ავტომობილის მძღოლი, თუ იგი მოძრაობს 70 კმ/სთ სიჩქარით?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას აკრძალულია მგზავრის გადაყვანა საბუქსირო ავტობუსით, ტროლეიბუსითა და სატვირთო ავტომობილის ძარათი. ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის მანძილი მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას უნდა იყოს 4−6 მეტრი. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით. დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი). აქ დარღვევაა: სიჩქარე; საბუქსირო მოწყობილობაზე არ არის ალმები და მგზავრების გადაყვანა საბუქსირო სატვირთო ავტომობილის ძარათი.
ბმული ბილეთზე:
#941
დაუსახლებელ პუნქტებში, იმ ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, რომელზეც არ არის გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ველოსიპედის ან მოპედის ხელით გადამყვანმა პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავოს:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში, იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ქვეითმა უნდა დაიკავოს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულა, ხოლო მისი არარსებობის ან გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში − გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარე და გადაადგილდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოცემულ სიტუაციაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მოძრაობის მიმართულებით გადაადგილება უფრო უსაფრთხოა), მაგრამ ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ხელით გადამყვანმა, აგრეთვე სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავონ გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე.
ბმული ბილეთზე:
#942
დაუსახლებელ პუნქტებში, იმ ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, რომელზეც არ არის გამყოფი ზოლი და ტროტუარი, სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავოს:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში, იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ქვეითმა უნდა დაიკავოს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულა, ხოლო მისი არარსებობის ან გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში − გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარე და გადაადგილდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოცემულ სიტუაციაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მოძრაობის მიმართულებით გადაადგილება უფრო უსაფრთხოა), მაგრამ ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ხელით გადამყვანმა, აგრეთვე სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავონ გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე.
ბმული ბილეთზე:
#943
ავტომზიდის ან კონტეინერის გადაზიდვის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება ითვლება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად), თუ სავალი ნაწილის ზედაპირიდან მისი სიმაღლე:
1აღემატება 2,30 მეტრს, მაგრამ არ აღემატება 3,50 მეტრს
2აღემატება 3,50 მეტრს, მაგრამ არ აღემატება 4,30 მეტრს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლება, თუ მისი პარამეტრები აღემატება შემდეგი მაჩვენებლებიდან ერთ-ერთს მაინც: ა) სიმაღლე (სავალი ნაწილის ზედაპირიდან) - ავტომზიდის ან კონტეინერის გადაზიდვის შემთხვევაში – 4,30 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში - 4 მეტრს.
ბმული ბილეთზე:
#944
გარდა ავტომზიდისა ან კონტეინერის გადაზიდვის შემთხვევებისა, სატრანსპორტო საშუალება ითვლება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად), თუ სავალი ნაწილის ზედაპირიდან მისი სიმაღლე:
1აღემატება 2 მეტრს, მაგრამ არ აღემატება 3 მეტრს
2აღემატება 3 მეტრს, მაგრამ არ აღემატება 3,70 მეტრს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლება, თუ მისი პარამეტრები აღემატება შემდეგი მაჩვენებლებიდან ერთ-ერთს მაინც: ა) სიმაღლე (სავალი ნაწილის ზედაპირიდან) - ავტომზიდის ან კონტეინერის გადაზიდვის შემთხვევაში – 4,30 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში - 4 მეტრს.
ბმული ბილეთზე:
#945
სატრანსპორტო საშუალება ითვლება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად), თუ მისი სიგძე:
1ავტომატარებელის შემთხვევაში - არ აღემატება 20 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში - არ აღემატება 12 მეტრს
2ავტომატარებელის შემთხვევაში - აღემატება 20 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში -აღემატება 12 მეტრს
3ყველა შემთხვევაში - აღემატება 12 მეტრს, მაგრამ არ აღემატება 20 მეტრს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლება, თუ მისი პარამეტრები აღემატება შემდეგი მაჩვენებლებიდან ერთ-ერთს მაინც: გ) სიგრძე - ავტომატარებელის შემთხვევაში - 20 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში -12 მეტრს, ან, თუ ტვირთი სატრანსპორტო საშუალების უკანა გაბარიტის წერტილიდან 2 მეტრზე მეტადაა გამოშვერილი.
ბმული ბილეთზე:
#947
საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულება დადგენილია:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულებად დადგენილია მარჯვენა მხარეს მოძრაობა.
ბმული ბილეთზე:
#950
თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება:
1თანხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე მოძრაობის ზოლის შეცვლა
2საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა.
ბმული ბილეთზე:
#951
მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რაიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ:
1არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით
2არ შეუქმნის საფრთხეს მხოლოდ მის უკან ან გვერდზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.