B+C1 Mil კატეგორია: მოძრაობა ავტომაგისტრალზესულ 25 ბილეთი, გვერდი 2
#1350
საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია (გარდა ექსპორტისა), პირის მოთხოვნით, შეიძლება საბაჟო საწყობში დროებით ინახებოდეს არა უმეტეს:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია (გარდა ექსპორტისა), პირის მოთხოვნით, შეიძლება საბაჟო საწყობში დროებით ინახებოდეს არა უმეტეს 5 კალენდარული წლისა, ხოლო ექსპორტის შემთხვევაში − არა უმეტეს 120 დღისა.
ბმული ბილეთზე:
#1351
რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილებები შეტანილ იქნეს:
1მხოლოდ საქონლის გაშვებამდე, საგადასახადო ორგანოს ინიციატივით, საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას, თუ დადგინდა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა
2მხოლოდ საქონლის გაშვებამდე, დეკლარანტის ინიციატივით, თუ საგადასახადო ორგანოს არ შეუტყობინებია დეკლარანტისთვის ამ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვა ან არ დაუდგენია დეკლარირებული მონაცემების მცდარობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილებები შეტანილ იქნეს: ა) საქონლის გაშვებამდე, საგადასახადო ორგანოს ინიციატივით, საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას, თუ დადგინდა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა; ბ) საქონლის გაშვებამდე, დეკლარანტის ინიციატივით, თუ საგადასახადო ორგანოს არ შეუტყობინებია დეკლარანტისთვის ამ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვა ან არ დაუდგენია დეკლარირებული მონაცემების მცდარობა.
ბმული ბილეთზე:
#1352
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი არ მიეკუთვნება საბაჟო კონტროლის ფორმას?
1მხოლოდ ზეპირი გამოკითხვა
2მხოლოდ საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და ტერიტორიის დათვალიერება
3მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის მიზნით სინჯისა და ნიმუშის აღება
4ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა ფორმა მიეკუთვნება საბაჟო კონტროლის ფორმას
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, “ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო კონტროლის ფორმებია: ბ) ზეპირი გამოკითხვა; ე) საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და ტერიტორიის დათვალიერება; ვ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით სინჯისა და ნიმუშის აღება;
ბმული ბილეთზე:
#1710
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს გამოიწვევს:
1დაჯარიმებას 300 ლარითა და სატრანსპორტო საშუალების უფლების შეჩერება 3 თვის ვადით
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1191-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს, - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით.
ბმული ბილეთზე:
#1724
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს:
1სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 1 წლით
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1271-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.