iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

გზაჯვარედინის გავლა ბილეთი #129 კატეგორია: [A, A1]

#129

რომელი სატრანსპორტო საშუალების მიმართ სარგებლობს უპირატესობით მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში:

1 მხოლოდ მოტოციკლის მიმართ

2 მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მიმართ

3 როგორც მოტოციკლის, ასევე ყვითელი ავტომობილის მიმართ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.