iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

სამედიცინო დახმარება ბილეთი #1627 კატეგორიები: [C], [C1], [B+C1 Mil]

#1627

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება სატვირთო ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ყველა შუქნიშანში ანთია ყვითელი მოციმციმე სიგნალი?

1 მხოლოდ ტრამვაის მძღოლის მიმართ

2 მხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ

3 როგორც ტრამვაის, ასევე ავტობუსის მძღოლების მიმართ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინი, რომელზედაც მოძრაობის რიგითობა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალებით განისაზღვრება, რეგულირებული გზაჯვარედინია. თუ ყვითელი მოციმციმე სიგნალი ანთია, ან შუქნიშანი არ არის ან არ მუშაობს, ან მარეგულირებელი არ დგას, გზაჯვარედინი არარეგულირებულად ითვლება და მძღოლი ვალდებულია იხელმძღვანელოს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა. დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.