თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ტვირთის მიტანის კონკრეტული ვადა, ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა:
1 ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებული ვადის გასვლიდან არანაკლებ 30 კალენდარული დღისა
2 ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებული ვადის გასვლიდან არანაკლებ 15 სამუშაო დღისა
3 ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 688-ე მუხლის თანახმად ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში, ან, თუ ვადა არ იყო დათქმული, - გადასაზიდად საჭირო ჩვეულებრივ დროში - იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილ-ნაწილ დატვირთვისას ამ ნაწილების შესაკრებად აუცილებელი დროის განსაზღვრასთან, თუ დარღვეულია ვადა, რომელიც წინდახედულ გადამზიდველს უნდა დაეცვა ჩვეულებრივ შემთხვევებში.