მოცემულ სიტუაციაში, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესებს?
1 მხოლოდ ავტობუსის მძღოლი
2 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
3 მხოლოდ მოპედის მძღოლი
4 მხოლოდ სატვირთო ავტომობილისა და მოპედის მძღოლები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელესა და გამოსასვლელზე: ა) აკრძალულია ქვეითების, ცხოველების, ველოსიპედების, მოპედების, ავტომობილებისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა; გ.გ) მძღოლს ეკრძალება მეორე ზოლის იქით იმ ტვირთის გადამზიდავი ავტომობილით (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ან იმ მისაბმელიანი ავტომობილებით მოძრაობა, რომელთა საერთო სიგრძე 7 მეტრზე მეტია. ამავე კანონის მე-5 მუხლის 71-ე პუნქტის თანახმად, სატვირთო ავტომობილი არის ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს.