მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელზედაც სიჩქარის იძულებით შემცირებისათვის მოწყობილია ხელოვნური უსწორმასწორობა?
1 მხოლოდ II და III
2 მხოლოდ I და IV
3 მხოლოდ III
4 მხოლოდ II
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.18 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.18 „ხელოვნური უსწორმასწორობა“ - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელზედაც მოწყობილია ხელოვნური უსწორმასწორობა სიჩქარის იძულებით შემცირებისათვის.