Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

მოძრაობის სიჩქარე ბილეთი #239 კატეგორიები: [C1], [B+C1 Mil]

#239

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „C“ კატეგორიის სატვირთო ავტომობილის მძღოლს გზის მოცემულ მონაკვეთზე?

1 60 კმ/სთ სიჩქარით

2 70 კმ/სთ სიჩქარით

3 80 კმ/სთ სიჩქარით

4 90 კმ/სთ სიჩქარით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია, „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.