Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

მოძრაობის უსაფრთხოება ბილეთი #32 კატეგორიები: [B, B1], [C], [D], [D1], [B+C1 Mil]

#32

შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსგან (უწყებისგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების გარეშე, დაუშვებელია:

1 მხოლოდ უშუალოდ გზასთან ჯიხურის დადგმა და სხვა საგნის დაყენება, რომლებმაც შეიძლება გააუარესონ ხილვადობა ან/და გააძნელონ მძღოლისა და ქვეითის მოძრაობა

2 მხოლოდ რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშრუტებით (მათ შორის ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა)

3 მხოლოდ გზაზე მასობრივ, სპორტულ და სხვა ღონისძიებათა ჩატარება

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი საქმიანობა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებითაა დასაშვები შემდეგი საქმიანობა: გ) უშუალოდ გზასთან ჯიხურის დადგმა და სხვა საგნის დაყენება, რომლებმაც შეიძლება გააუარესონ ხილვადობა ან/და გააძნელონ მძღოლისა და ქვეითის მოძრაობა; დ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშრუ¬ტებით (მათ შორის ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა); ე) გზაზე მასობრივ, სპორტულ და სხვა ღონისძიებათა ჩატარება.