Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

ამკრძალავი ნიშნები ბილეთი #353 კატეგორიები: [A, A1], [B, B1], [C], [C1], [D], [D1], [T, S], [Tram], [B+C1 Mil]

#353

აქვს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, სურათზე მითითებულ ადგილას, ავტომობილის სადგომზე დაყენების უფლება, თვის ლუწ რიცხვებში 19.00 საათიდან 21.00 საათამდე?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშანები) 3.29 და 3.30 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 3.29 „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის კენტ რიცხვებში, ხოლო საგზაო ნიშანი 3.30 „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის ლუწ რიცხვებში. ამავე პუნქტების შენიშვნის თანახმად 3.29 და 3.30 ნიშნების ერთდროულად გამოყენებისას, სატრანსპორტო საშუალე¬ბის გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადაყენების დროა 19-დან 21 საათამდე, ამ პერიოდში დგომა ნებადართულია სავალი ნაწილის ორივე მხარეს.