მოცემულ სიტუაციაში, მოტოციკლის მძღოლი:
1 ვალდებულია გაჩერდეს საგზაო ნიშანთან
2 ვალდებულია გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მ-ის მანძილზე
3 უნდა დარწმუნდეს, რომ ხილვადობის ფარგლებში გადასასვლელს არ უახლოვდება მატარებელი და გაიაროს რკინიგზის გადასასველი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ რკინიგზის გადასასვლელი აღჭურვილი არ არის შლაგბაუმებით, ნახევარშლაგბაუმებით ან მაშუქი სიგნალებით, არცერთმა საგზაო მოძრაობის მონაწილემ არ უნდა გაიაროს მასზე, სანამ არ დარწმუნდება, რომ ხილვადობის ფარგლებში რკინიგზის გადასასვლელს არანაირი რელსიანი სატრანსპორტო საშუალება არ უახლოვდება.