iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

#448

დასახლებულ პუნქტებში, გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლისათვის, მოძრაობის განახლების განზრახვის შესახებ მოხვევის მაჩვენებლით მიცემული სიგნალის შემდეგ, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლები ვალდებულნი არიან:

1 ისარგებლონ პრიორიტეტის უფლებით და დაუყოვნებლივ განაახლონ მოძრაობა, მიუხედავად გზაზე არსებული სიტუაციისა

2 ჩართოს ახლო განათების ფარები და შემდეგ დაიწყონ მანევრის შესრულება

3 მიიღონ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისათვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყონ მხოლოდ მას შემდეგ, როცა დარწმუნდებიან, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობის გასაადვილებლად სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა უნდა შეანელონ მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ შეძლოს გასაჩერებელი პუნქტიდან გამოსვლისთვის საჭირო მანევრის შესრულება. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოძრაობის განახლების განზრახვის შესახებ მოხვევის შუქ-მაჩვენებლით სიგნალის მიცემის შემდეგ მიიღოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებისთვის საჭირო სიფრთხილის ზომები და მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებები გზას უთმობენ.