iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

ბუქსირება ბილეთი #570 კატეგორიები: [A, A1], [B, B1], [C], [C1], [D], [D1], [T, S], [Tram], [B+C1 Mil]

#570

სულ მცირე, რამდენი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი) უნდა დამაგრდეს დრეკად შემაერთებელ რგოლზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას?

1 ორი

2 სამი

3 ოთხი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით. დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი).