iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

მაფრთხილებელი ნიშნები ბილეთი #617 კატეგორიები: [A, A1], [C], [D], [T, S], [B+C1 Mil]

#617

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან რომელი იდგმება დაუსახლებულ პუნქტში, რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელამდე 150-300 მეტრის მანძილზე, გზის მარჯვენა მხარეს?

1 I

2 II

3 III

4 IV

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ა“, „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად: ა) 1.1 „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი” და 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი” ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, ბ) 1.1 „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი”, 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”, 1.10 „გასახსნელი ხიდი”, 1.11 „სანაპიროზე გასასვლელი”, 1.23 „ქვეითთა გადასასვლელი”, 1.24 „ბავშვები” და 1.26 „საგზაო სამუშაოები” ნიშნები მეორდება დაუსახლებელ პუნქტში, ხოლო 1.24 და 1.26 ნიშნები - დასახლებულ პუნქტშიც. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრის მანძილზე. ვ) 1.4.1-1.4.3„რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” ნიშნები იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 1.4.4-1.4.6 „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” ნიშნები - მარცხენა მხარეს. 1.4.1 და 1.4.4 ნიშნები იდგმება მოძრაობის მიმართულებით ძირითად და დუბლირებულ 1.1 ან 1.2 ნიშნებთან ერთად. ნიშნები 1.4.3 და 1.4.6 იდგმება მოძრაობის მიმართულებით განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშნებთან, ხოლო ნიშნები 1.4.2 და 1.4.5 - დამოუკიდებლად, თანაბარ დაშორებაზე ძირითად და განმეორებითი 1.1 ან 1.2 ნიშნებს შორის.