Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

აირჩიეთ კატეგორია:

პრიორიტეტის ნიშნები ბილეთი #671 კატეგორიები: [B, B1], [C1], [D], [D1], [T, S], [Tram], [B+C1 Mil]

#671

თუ სხვა აუცილებლობა არ არსებობს, მოცემული საგზაო ნიშნები დასახლებულ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე:

1 50-100 მეტრის მანძილზე

2 100-150 მეტრის მანძილზე

3 150-300 მეტრის მანძილზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ა“ პუნქტის თანახმად 1.1, 1.2, 1.5–1.34 ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას ნიშნები იდგმება სხვა მანძილზედაც, რომელიც მითითებულია 8.1.1 დაფაზე. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია:, 1.7.1 „მეორეხარისხოვან გზებთან გადაკვეთა”, 1.7.2, 1.7.3 და 1.7.7„მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“.