iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

ბუქსირება ბილეთი #761 კატეგორიები: [A, A1], [C], [D], [B+C1 Mil], [AM]

#761

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი?

1 მხოლოდ I

2 მხოლოდ III და IV

3 მხოლოდ II

4 ყველას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „დ“ პუნქტის თანახმად 3.18.1, 3.18.2 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. ამავე დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1-4.1.6 პუნქტების შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ბ) 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“, 4.1.4 „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ”, 3.18.1 „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია“ და 4.1.5 „მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ”.