აირჩიეთ კატეგორია:
B, B1 კატეგორია:
ეკო-მართვა სულ 51 ბილეთი, გვერდი 2
#1762
ქალაქში, პიკის საათში მოძრაობისას რატომ იზრდება საწვავის მოხმარება დროის სხვა მონაკვეთთან მოძრაობასთან შედარებით?
1
იმიტომ, რომ სატრანსპოროტ საშუალების მართვისას დამუხრუჭებას და აჩქარებას მივმართავთ უფრო ხშირად
2
იმიტომ, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვა უფრო ხშირად გვიწევს მაღალ გადაცემებზე
#1763
როგორ შევძლებთ ნაკლები საწვავით მეტი მანძილის გავლას?
1
გავზრდით აჩქარებას, რომ ყველაზე მაღალ გადაცემას მივაღწიოთ რაც შეიძლება სწრაფად
2
წინასწარ დავგეგმავთ მოძრაობას , რათა თავიდან ავირიდოთ გაუთვალისწინებელი დამუხრუჭება ან აჩქარება
3
გადაცემათა გადართვისას ყველა გადაცემაზე მივაღწევთ ძრავის მაქსიმალურ ბრუნთა რიცხვს
#1764
რისი დახმარებით მიიღწევა საწვავის ეკონომია და გამონაბოლქვის შემცირება?
1
სატრანსპორტო საშუალების შეძენისას დიდი სიმძლავრის სატრანსპორტო საშუალებისთვის უპირატესობის მინიჭებით
2
უწყვეტ ნაკადში მოძრაობის დროს იძულებითი გაჩერებებისას სატრანსპორტო საშუალების მაღალი გადაცემებით დაძვრით
3
შესაძლებლობის შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით სარგებლობით ან ქვეითად მოძრაობით
#1765
გარემოს დაცვის მიზნით თავიდან უნდა ავირიდოთ:
1
სატრანსპორტო საშუალების მართვა მოკლე მანძილზე
2
მოძრაობა თანაბარი სიჩქარით
3
მოძრაობა ქალაქის გარეუბნებში
#1766
როგორ მივაღწევთ საწვავის ეფექტურ ხარჯვას და გამონაბოლქვის შემცირებას?
1
საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შენარჩუნებით
2
დაბალ გადაცემაზე დაბალი სიჩქარით მოძრაობით
3
თითოეულ გადაცემაზე მაქსიმალური სიმძლავრის მიღწევით
#1767
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საგზაო მოძრაობის მონაწილეები მიგითითებენ, რომ თქვენი სატრანსპორტო საშუალება გამოყოფს მუქი ფერის გამონაბოლქვს?
1
დაუყოვნებლივ უნდა გააჩეროთ სატრანსპორტო საშუალება და შეამოწმოთ მისი გამართულობა
2
დაუყოვნებლივ უნდა გადართოთ დაბალ გადაცემაზე
3
დაუყოვნებლივ უნდა გადართოთ მაღალ გადაცემაზე
#1768
რა უპირატესობა აქვს დაბალი სიბლანტის მქონე ძრავის ზეთების გამოყენებას?
1
ზეთის სავალდებულო გამოცვლამდე იზრდება სატრანსპორტო საშუალების გარბენი
2
მცირდება მოხმარებული საწვავის რაოდენობა
3
შესაძლებელია მათი განთავსება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად
#1769
როგორ შევძლებთ საწვავის ეკონომიურ ხარჯვას?
1
სატრანსპორტო საშუალების სახურავზე დამაგრებული ნებისმიერი არააუცილებელი ტვირთის ან საბარგულის მოხსნით
2
სალონში განთავსებული ელექტრომოწყობილობების ჩართვით
3
მთელი წლის განმავლობაში ზამთრის საბურავებით მოძრაობით
#1770
როგორ უნდა შევამციროთ საბურავების ცვეთა?
1
საბურავებში მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ჰაერის წნევა
2
საბურავებში ჰაერის წნევის დონე უნდა შევინარჩუნოთ ინსტრუქციით განსაზღვრულ ფარგლებში
3
მთელი წლის განმავლობაში უნდა ვიმოძრაოთ ზამთრის საბურავებით
#1771
როდის არის მიზანშეწონილი შიგაწვის ძრავის გათიშვა?
1
შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე გაჩერების დროს
2
სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-განტვირთვის დროს
3
ქვეითთა გადასასვლელებთან არსებულ "სდექ" ხაზებთან გაჩერების დროს
#1772
რა იწვევს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის მატებას?
1
ძრავის გაგრილების სისტემაში სითხის მაღალი დონე
2
საბურავებში ჰაერის წნევის რეკომენდებულზე მეტად გაზრდა
3
მაყუჩის გაუმართაობა
#1773
რატომ უნდა ავარიდოთ თავი სწრაფად მოძრაობას?
1
შესაძლოა დაზიანდეს საქარე მინა
2
სწრაფად მოძრაობის დროს მატულობს საბურავების და სამუხრუჭე ხუნდების ცვეთის ინტენსივობა
#1774
რა უნდა მოვიმოქმედოთ ჰაერის დაბინძურების მაქსიმლურად შესამცირებლად?
1
სატრანსპორტო საშუალების მაყუჩიდან მუქი ფერის გამონაბოლქვის გამოყოფის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღმოვფხვრათ გაუმართაობა
2
როდესაც გვიწევს მოცდა დიდი ხნის განმავლობაში, გადაცემათა კოლოფი გადავრთოთ ნეიტრალურ მდგომარეობაში და ძრავი ვამუშაოთ უქმ სვლაზე
3
ყველა გადაცემაზე ვიმოძრაოთ ძრავის მაღალი ბრუნვათა რიცხვით
#1775
სატრანსპორტო საშუალების ცივი ძრავით დაძვრისას, როგორ შევძლებთ თავი ავარიდოთ გარემოს დაბინძურებას ისე, რომ ზიანი არ მივაყენოთ ავტომობილის ძრავს?
1
დავძრათ სატრანსპორტო საშუალება და დაძვრის შემდეგ მცირე ხნით ვიმოძრაოთ ძრავის დაბალი ბრუნვათა რიცხვით მანამ, სანამ ძრავი არ გათბება
2
დაძვრამდე რამდენჯერმე დავაწვეთ აქსელერატორის სატერფულს, რათა ძრავის ტემპერატურამ დროულად მიაღწიოს დადგენილ ნორმას
#1776
რა შედეგი მოჰყვება ზაფხულში ზამთრის საბურავებით მოძრაობას?
1
მცირდება სამუხრუჭე მანძილი
2
იზრდება საბურავების ცვეთა
3
იზრდება სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა
#1777
სად უნდა გავრეცხოთ სატრანსპორტო საშუალება, გარემო რომ არ დავაზიანოთ?
1
ავტოსამრეცხაოში
2
საავტომობილო პარკირების ადგილას
3
მდინარის ან წყალსაცავის ნაპირას
#1778
რა ზრდის საწვავის მოხმარებას მნიშვნელოვნად?
1
აუდიომოწყობილობის გამოყენება
2
ჰაერის გაგრილების სისტემის გამოყენება
3
ნავიგაციის მოწყობილობის გამოყენება
#1779
რა ამცირებს საწვავის დანახარჯს?
1
ავტომობილზე შესაბამისი აეროდინამიური მოწყობილობის დაყენება
2
რეკომენდებულზე ნაკლები ოქტანობის მქონე ბენზინის გამოყენება
3
მინების ჩაწევა
#1780
რა შედეგი მოჰყვება შიგაწვის ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების ძრავის მაღალი ბრუნვის სიჩქარით მართვას?
1
გაუმჯობესდება ძრავის გაგრილება
2
გაიზრდება მავნე ნივთიერებების გამოყოფა
3
შემცირდება ხმაურის დონე
#1781
რა უნდა იცოდეთ კატალიზატორის შესახებ?
1
კატალიზატორის გაუმართაობა გავლენას არ ახდენს გამონაბოლქვის ტოქსიკურობის ხარისხზე
2
კატალიზატორი შეიძლება დაზიანდეს, თუ სატრანსპორტო საშუალების დაქოქვა წარმოებს მისი ბუქსირებით
3
კატალიზატორში მოხვედრილი არასრული წვის პროდუქტები გავლენას არ ახდენს კატალიზატორის გამართულობაზე