iOS და Android აპლიკაციები: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

აირჩიეთ კატეგორია:

C1 კატეგორია სულ 1073 ბილეთი, გვერდი 24

#789

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:

1 მხოლოდ მოძრაობის ზოლების რაოდენობაზე

2 მხოლოდ ზოლებზე მოძრაობისათვის დადგენილ რეჟიმებზე

3 როგორც მოძრაობის ზოლების რაოდენობაზე, ასევე ზოლებზე მოძრაობისათვის დადგენილ რეჟიმებზე

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.15.8 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.15.8 „ზოლების რაოდენობა“ - მიუთითებს მოცემული მიმართულებით ზოლების რაოდენობას და ზოლებზე მოძრაობისათვის დადგენილ რეჟიმებს. ნიშანი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში გზის უბნის დასაწყისიდან 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–150 მეტრ მანძილზე.

#791

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს ტერიტორიას (ზონას), სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დამდგენი წესები?

1 I

2 II

3 III

4 IV

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.21 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.21 „საცხოვრებელი ზონა“ - ტერიტორიას (ზონა), სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.

#793

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასაწყისს, სადაც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობის წესრიგის დამდგენი წესების მოთხოვნები?

1 მხოლოდ I და III

2 მხოლოდ II და III

3 მხოლოდ I და II

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.23.1 და 5.23.2 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშნები: - 5.23.1 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ - მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. - 5.23.2 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ - მიუთითებს განაშენიანებული გზის მონაკვეთის დასაწყისს, რომელიც არ შედის რომელიმე დასახლებულ პუნქტში და რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები (სააგარაკო დაბები, ცალკე მდგომი დაწესებულებები და ა. შ.).

#795

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელიც არ შედის რომელიმე დასახლებულ პუნქტში და რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები (სააგარაკო დაბები, ცალკე მდგომი დაწესებულებები და ა. შ.)?

1 I

2 II

3 III

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.23.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.23.2 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ - მიუთითებს განაშენიანებული გზის მონაკვეთის დასაწყისს, რომელიც არ შედის რომელიმე დასახლებულ პუნქტში და რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები (სააგარაკო დაბები, ცალკე მდგომი დაწესებულებები და ა. შ.).

#796

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებში რეგლამენტირებულია დგომა?

1 მხოლოდ II და IV

2 მხოლოდ IV

3 მხოლოდ I და II

4 მხოლოდ III

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.27 და 5.29 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშნები 5.27 „ზონა დგომის შეზღუდვით“ და 5.29 „რეგულირებადი სადგომის ზონა“ აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც შესაბამისად რეგლამენტირებულია დგომა.

#797

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებში შეზღუდულია მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე?

1 I

2 II

3 III

4 IV

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.27 და 5.29 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშანი 5.31. „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონა“. აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც შეზღუდულია მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე.

#798

მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

1 მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

2 სატვირთო ავტომობილის მძღოლს

3 ორივე ავტომობილის მძღოლს

4 არცერთი ავტომობილის მძღოლს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.15.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.15.2 „ზოლზე მოძრაობის მიმართულებები” - მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს.

#799

მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულება?

1 არცერთს

2 ორივე მძღოლს ეკრძალება

3 მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლს

4 მხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.15.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.15.2 „ზოლზე მოძრაობის მიმართულებები” - მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები, რომლებიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მოხვე¬ვის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების უფლებასაც იძლევა.

#801

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბებში, წყალსაცავებში, მდინარეებში და ზედაპირული წყლის სხვა ობიექტებში და აგრეთვე მათ ნაპირებთან წყლიდან არანაკლებ 10 მეტრისა?

1 არ არის აკრძალული, როგორც დასახლებულ, ასევე დაუსახლებელ პუნქტებში

2 დასახლებულ პუნქტებში აკრძალულია, ხოლო დაუსახლებელ პუნქტებში ნებადართულია, მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისათვის

3 აკრძალულია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში, ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში და მათ ნაპირებთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე.

#802

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა ისეთი ნივთიერებების გაჟონვის შემთხვევაში, რომლებიც აბინძურებენ გარემოს?

1 დასაშვებია

2 დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის ვალდებულებას

3 დაუშვებელია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ისეთი ნივთიერებების გაჟონვის შემთხვევაში, რომელიც აბინძურებს გარემოს.

#803

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების კარების გაღება მის სრულ გაჩერებამდე?

1 აკრძალულია

2 არ არის აკრძალული

3 არ არის აკრძალული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება დაბალი სიჩქარით მოძრაობს

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება მის სრულ გაჩერებამდე. კარის გაღებამ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება ან საფრთხე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლის მხარეს სატრანსპორტო საშუალების კარი არ უნდა იყოს გაღებული მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით. გზის სავალი ნაწილის მხარეს ან სატრანსპორტო საშუალების უკანა მხრიდან მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.

#804

ვალდებულია თუ არა მძღოლი, გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მის მოქმედებაზე (მაგალითად დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა.შ)?

1 არ არის ვალდებული

2 ვალდებულია მხოლოდ ის მძღოლი, რომელიც მართავს ძრავიან სატრანსპორტო საშუალებას

3 ვალდებულია მიუხედავად იმისა, თუ რომელ სატრანსპორტო საშუალებას მართავს იგი

4 ვალდებულია მხოლოდ იმ ავტობუსის ან სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც რეგულარულად ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ან ტვირთის გადაზიდვას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა.შ..

#805

დასაშვებია თუ არა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიერ თავიანთი უფლებების რეალიზება, თუ აღნიშნულით შეიზღუდება ან დაირღვევა სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების უფლებები?

1 დასაშვებია

2 დაუშვებელია

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ თავისი უფლებების განხორციელება არ უნდა ზღუდავდეს ან არღვევდეს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უფლებებს. საგზაო მოძრაობის მონაწილე თავისი მოქმედებით არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ან დაბრკოლებას საგზაო მოძრაობას. მან არ უნდა შეუქმნას საფრთხე ადამიანებს და არ უნდა მიაყენოს ზიანი სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან კერძო ქონებას.

#806

გზებზე მეხრეობა ნებადართულია:

1 12 წლის ასაკიდან

2 14 წლის ასაკიდან

3 16 წლის ასაკიდან

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გზებზე სასაპალნე, შესაბმელ და დასაჯდომ, აგრეთვე გასარეკ პირუტყვს უნდა ჰყავდეს მეხრე, რომელიც მუდმივად უზრუნველყოფს მის მართვას. გზებზე მეხრეობა ნებადართულია 16 წლის ასაკიდან.

#808

მეხრეს ეკრძალება:

1 გზაზე ერთდროულად 5-ზე მეტი საპალნე პირუტყვის გარეკვა

2 პირუტყვის გადარეკვა რკინიგზის ლიანდაგებზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა

3 ერთდროულად ფარისა და ნახირის გარეკვა

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მეხრეს ეკრძალება პირუტყვის გადარეკვა რკინიგზის ლიანდაგზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში (სხვადასხვა დონეზე განლაგებული გადასარეკების გარდა).

#810

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჭრილობიდან ვენური სისხლდენის დამახასითებელი ნიშნებია:

1 ტანსაცმელი გაჟღენთილია ალისფერი სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება პულსირებული ნაკადით

2 ტანსაცმელი ნელა იჟღინთება მუქი ფერის სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადით

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

ჭრილობიდან ვენური სისხლდენის დამახასიათებელია მუქი-ალუბლისფერი სისხლის სუსტი ნაკადი. აუცილებელია მჭიდრო სახვევის დადება უშუალოდ ჭრილობის ადგილზე. სახვევის ქვედა ფენის სისხლით გაჟღენთვისას, ის არ უნდა მოცილდეს და უნდა დაემატოს ახალი სახვევი.

#811

დასაშვებია თუ არა მგზავრის სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდომა სავალი ნაწილის მხრიდან?

1 დაუშვებელია

2 დასაშვებია, თუ ტროტუარის ან გვერდულის მხრიდან ჩაჯდომა შეუძლებელია და იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს

3 დასაშვებია მხოლოდ დაუსახლებულ პუნქტებში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მგზავრი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდეს და იქიდან გადმოვიდეს მისი სრული გაჩერების შემდეგ, ტროტუარის ან გვერდულას მხრიდან, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – გზის სავალი ნაწილის მხრიდან, თუ იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.

#812

სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანა დასაშვებია:

1 მხოლოდ დგომით მდგომარეობაში

2 ჯდომით მდგომარეობაში, თუ სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია ითვალისწინებს დასაჯდომ ადგილებს, ხოლო თუ არ ითვალისწინებს - დგომით მდგომარეობაში

3 მხოლოდ ჯდომით მდგომარეობაში

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ დამსხდარ მდგომარეობაში, კონსტრუქციულად განსაზღვრული დასასხდომი ადგილებით. ბავშვთა დამდგარ მდგომარეობაში გადაყვანა აკრძალულია.

#813

გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვის შემთხვევაში, მძღოლმა უნდა:

1 გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია

2 გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს

3 გაზარდოს სიჩქარე, რათა დროულად გაიაროს აღნიშნული გზის მონაკვეთი

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვისას ან გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს.

#814

გზაზე გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზეც დამაგრებულია საცნობი ნიშანი -„ბავშვების გადაყვანა“, მძღოლი ვალდებულია:

1 მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს შეუჩერებლივ

2 გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და არ დაძრას იგი, სანამ აღნიშნული ავტობუსი არ გააგრძელებს მოძრაობას

3 გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე შეძლებს გაჩერებას

ბილეთის განმარტება: ბილეთის გვერდი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვისას ან გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს.